ჩინეთი და რუსეთი ვერ ასრულებს მინიმალურ მოთხოვნებს ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის წინააღმდეგ – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში. რუსეთი და ჩინეთი ამ მხრივ ყველაზე დაბალრეიტინგიანი ქვეყნების სიაში მოხვდნენ. მათ შორისაა ჩრდილოეთ კორეა და სირია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩინეთი გაკრიტიკებულია პატიმრების იძულებითი მუშაობისთვის. რაც შეეხება რუსეთს, როგორც ანგარიშშია მითითებული, რუსეთი ვერ უზრუნველყოფს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარებას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა 90 დღის განმავლობაში გადაწყვეტს აამოქმედებს თუ არა სანქციებს დაბალრეიტინგიანი ქვეყნების წინააღმდეგ.
ყველაზე პოპულარული
1