ტექნოლოგიური გიგანტი Google აცხადებს, რომ ცდის საჰაერო ბურთებს იმის დასადგენად, შესაძლებელია თუ არა მათი გამოყენებით გაავრცელოს ინტერნეტის პლანეტის ორ-მესამედზე, სადაც მოსახლეობა მოკლებულია ინტერნეტის სარგებლობას. ამ მიზნით ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში ჰელიუმით გაბერილი 30 საჰაერო ბურთი გაუშვეს ჰაერში. მათ 20 კილომეტრის სიმაღლეზე აიტანეს ანტენა, რომელიც ხმელეთზე მდებარე სადგურს უკავშირდება. Google-ის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ საბოლოო ჯამში ცაში ათასობით საჰაერო ბურთს გაუშვებენ, რითაც ინტერნეტით დედამიწის 4 მილიარდამდე კაცის უზრუნველყოფა გახდება შესაძლებელი.
ყველაზე პოპულარული
1