Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე კვიტაშვილი უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე კვიტაშვილი ამ თანამდებობიდან გათავისუფლდა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ამის შესახებ ნათქვამია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ორ დადგენილებაში, რომლებიც 12 ივნისს გამოქვეყნდა უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებსაიტზე. ერთ-ერთ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კვიტაშვილი პირადი სურვილის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
XS
SM
MD
LG