ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 17 ადამიანი დაიღუპა და 39 დაიჭრა ქაბულში, უზენაესი სასამართლოს შესასვლელში, თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. დაღუპულთა უმრავლესობის შემთხვევაში, საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებს, რომლებიც სამუშაო დღის შემდეგ შენობიდან გადიოდნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
ყველაზე პოპულარული
1