ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მიუსამძიმრა საქართველოს პარლამენტის უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ. "მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული ბიჭების ხსოვნის წინაშე. ეს უმძიმესი დარტყმაა არა მხოლოდ მათი ოჯახებისთვის, არამედ დანაკარგია თითოეული ჩვენგანისთვის”, - განაცხადა ბაქრაძემ. მისივე თქმით, სურს ამ ურთულეს წუთებში საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ, მიუხედავად განსხვავებებისა, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად მუშაობენ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
ყველაზე პოპულარული
1