ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო საქართველოს მთავრობას სამძიმრის წერილი გაუგზავნის. "ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ბატონო ბიძინა! ძალიან დამამწუხრა დღეს მიღებულმა შეტყობინებამ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შესახებ, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალების სამხედრო ხელმძღვანელობამ დამარწმუნა, რომ ძალ-ღონეს არ იშურებს ამ ტრაგიკულ ინციდენტში გადარჩენილთა დასახსნელად და შესაბიმისი დახმარების გასაწევად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი. ვიზიარებ თქვენი ქვეყნისა და დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახების მწუხარებას", - ნათქვამია რასმუსენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ სამძირმის წერილში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ ის ინფორმაციით, რასმუსენისგან სამძიმრის წერილი ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. 7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და 9 დაიჭრა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად. ამასთან, ნატოს გენერალური მდივანი მასში საქართველოს მისიაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას ავღანეთში მძიმე მისია აკისრია. "მან დიდი საფასური გაიღო. ამ კვირაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ყველა მოკავშირემ და მათ შორის მეც, აღვნიშნეთ ავღანეთის მისიისადმი საქართველოს განსაკუთრებული ერთგულება. რაოდენ საშინელიც არ უნდა იყოს ასეთი ინციდენტები, ჩვენ არ გადავუხვევთ დასახული მიზნიდან, ეს კი ნიშნავს ავღანელთათვის საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების კონტროლს, აგრეთვე იმას, რომ ეს ქვეყანა ვეღარ იქნება საერთაშორისო ტერორიზმის თავშესაფარი. საქართველო ასრულებს უდიდეს როლს ამ მისიაში, რისთვისაც მადლობას მოგახსენებთ", - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.
ყველაზე პოპულარული
1