საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. მაია ფანჯიკიძემ გაეროს შტაბ-ბინაში უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა წარმომადგენლებთან იმ ქვეყნებისა, სადაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობები. მინისტრის განცხადებით, მომავალი კვირა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 13 ივნისს დაგეგმილია დევნილთა შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვა. მაია ფანჯიკიძე ნიუ-იორკში შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანსაც.
ყველაზე პოპულარული
1