სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ახალი გამოკვლევის თანახმად ჩინეთმა, ინდოეთმა და პაკისტანმა ბოლო წლებში გაზარდეს ბირთვული არსენალები. ახალი მონაცემების თანახმად, ჩინეთს 2012 წელს ათი ერთეულით მეტი, 250 ბირთვული ქობინა გააჩნდა, პაკისტანის ბირთვული შეიარაღება კი 100-120 ქობინას შორის მერყეობს. სტოკჰოლმის ინსტიტუტის ვარაუდობს, რომ ათი ერთეულით გაზარდა ბირთვული არსენალი ინდოეთმაც, რომელსაც მთლიანობაში 110-მდე ბირთვული ქობინა უნდა გააჩნდეს. გამოკვლევის თანახმად ბოლო წლებში მხოლოდ რუსეთმა და აშშ-მა შეამცირეს ბირთვული იარაღის პოტენციალი. რუსეთს ამჯერად 8500 ბირთვული ქობინა აქვს, აშშ-ს კი 8000-ი.
ყველაზე პოპულარული
1