საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ არსებულ ვალს ქვეყანა 2015 წლისთვის თითქმის მთლიანად დაფარავს. ამის შესახებ ქადაგიძემ საერთაშორისო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. „ჩვენი მთავრობა დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, თვისობრივად შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. გავაგრძელებთ ყველა რეფორმას, რომელიც მნიშვნელოვანია. უპირველესად ჩვენი მიზანია, გავაუმჯობესოთ მოსახლეობის ცხოვრების დონე", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
ყველაზე პოპულარული
1