უკრაინის დედაქალაქში გაიმართა “თანასწორობის მსვლელობა“, რომელიც მოაწყვეს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებმა. პოლიციამ დააკავა ამ აქციის მოწინაააღმდეგე ათამდე პირი. ისინი შეეცადნენ გაერღვიათ პოლიციის ჯებირი, რომელიც მსვლელობის მონაწილეთა გარშემო იყო გამართული. ერთ-ერთმა დაკავებულმა კვამლის შუშხუნა ისროლა. სექსუალური უმცირესობის დაცვის, კიევში გამართული ეს აქცია ერთ საათამდე გაგრძელდა. მასში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
ყველაზე პოპულარული
1