ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში 17 მაისს მომხდარ დაპირისპირებას გმობს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ პატრიკ ვენდრელმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. "ამერიკის შეერთებული შტატები გმობს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაგეგმილ მშვიდობიან მარშზე თავდასხმას. მსგავსი არატოლერანტული ქმედებები არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში", - აღნიშნა ვენდრელმა.მისივე თქმით, აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებების დაცვას და მსოფლიოში ყველა მოქალაქის თავისუფლებას.
ყველაზე პოპულარული
1