სულ მცირე 91 ადამიანი ემსხვერპლა ძლიერ ტორნადოს ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთით, შტატ ოკლაჰომაში. ამის შესახებ ამერიკული მედიასაშუალებები იტყობინებიან. ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქი მური. ოკლაჰომის ვიცე-გუბერნატორის ტოდ ლემბის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 20 ბავშვია, რომლებიც სკოლაში იმყოფებოდნენ. მაშველები კვლავაც ცდილობენ გადაარჩინონ ბავშვები, რომლებიც სკოლის ნანგრევებში არიან მოყოლილნი. სამაშველო ოპერაციაში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები არიან ჩართულნი. დაზარალებულთა ძებნას ართულებს ისიც, რომ შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე უკვე ღამეა. გასულ შაბათ-კვირას ოკლაჰომას, კანზასსა და აიოვას 20-მდე ტორნადო დაატყდა თავს, რის შედეგადაც დანგრეულია 100-ზე მეტი სცხოვრებელი სახლი.
ყველაზე პოპულარული
1