ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ჩინეთის მეთაური სი ძინპინი პირველ შეხვედრას კალიფორნიაში ივნისში გამართავენ. ამის შესახებ იტყობინება ორივე სახელმწიფოს ხელისუფლება. როგორც ბარაკ ობამას პრესსამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, შეხვედრა 7-8 ივნისს, ქალაქ რანჩო-მირაჟში გაიმართება. სავარაუდოდ, ამერიკისა და ჩინეთის ლიდერები განიხილავენ მდგომარეობას ჩრდილოეთ კორეასა და სირიაში. საუბარი ასევე შეეხება კიბერჯაშუშობასა და დაძაბულობას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. სი ძინპინი ჩინეთის ლიდერად მარტში დაინიშნა. პირველი ვიზიტით სი ძინპინი რუსეთში იყო, ამის შემდეგ კი ის რამდენიმე აფრიკულ ქვეყანას ეწვია.
ყველაზე პოპულარული
1