ვენაში ირანის და საერთაშორისო ატომური სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ირანის ოფიციალური პირების და სააგენტოს ინსპექტორების მოლაპარაკებაზე ვერ მიაღწიეს შეთანმხებას, რომ ირანის ბირთვული ობიექტების მონახულება შეძლონ ინსპექტორებმა. დღესვე გვიან, სტამბოლში, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის და ირანის წარმომადგენლის, საიდ ჯალილის შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრების ფონი იყო აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის განცხადება, რომ ირანზე ზეწოლის გაძლიერების გზებს ეძებს. დასავლეთში ვარაუდობენ, რომ ირანი ატომური იარაღის შექმნას ლამობს. თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს.
ყველაზე პოპულარული
1