არქტიკის რვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მართავენ შეხვედრას რეგიონში კლიმატური ცვლილებებით და კომერციული აქტივობის ზრდით გამოწვეულ პრობლემებზე მოსალაპარაკებლად. შეხვედრა შვეციაში იმართება. „არქტიკული საბჭო“, რომელიც რუსეთს, შეერთებულ შტატებს, კანადას, დანიას, ისლანდიას, ნორვეგიას, შვეციას და ფინეთს აერთიანებს, 1996 წელს შეიქმნა არქტიკაში გარემოს დასაცავად და კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. მოსალოდნელია, რომ მინისტრები ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას ნავთობის გაჟონვის თავიდან აცილების და გასაწმენდი სამუშაოების შესახებ. ნავთობის გაჟონვის საფრთხე უკავშირდება რეგიონის მდიდარი ბუნებრივი რესურსების მიმართ მსოფლიოში მზარდ ინტერესს.
ყველაზე პოპულარული
1