Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანგლადეშში ფაბრიკის ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს


ბანგლადეშში მაშველებმა გადაარჩინეს ქალი, რომელიც ორი კვირის წინ დანგრეული ფაბრიკის შენობის ნანგრევებში იყო მოყოლილი. გადარჩენის სცენა ადგილობრივი ტელევიზიებით გადაიცა, ადგილზე შეკრებილი ხალხი მის ამოყვანას სიხარულის ყიჟინით შეხვდა. როგორც იუწყებიან, ქალი სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. დედაქალაქ დჰაკას შემოგარენში განთავსებული, სამკერვალო ფაბრიკის შენობა 24 აპრილს ჩამოინგრა, რასაც 1,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დანგრევიდან მალე 2,500-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. დაპატიმრებულია 10-ზე მეტი პირი, რომლებსაც შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევა ედებათ ბრალად. უბედურმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა მძიმე პირობები, რომელშიც ბანგლადეშელ ღარიბ მშრომელებს უწევთ ყოფნა. ბანგლადეშის სამკერვალო მრეწველობა მთელი მსოფლიოს წამყვან სავაჭრო ცენტრებს ამარაგებს ტანსაცმლით.
XS
SM
MD
LG