საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას დიდ ყურადღებას პირადად უთმობს, თუმცა, ყველა წვრილმანს ვერ აკონტროლებს - ამის შესახებ თავად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა გაზეთ ”გურია ნიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში. პრემიერმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამის განხორციელებას ხელი გარკვეულწილად შეუშალა გამოძიებამ, რომელიც ამჟამადაც გრძელდება. “საერთო ჯამში, სიტუაციას ვაკონტროლებთ. სოფლის მეურნეობაში პროცესის იდეალურად წარმართვა შეუძლებელი იყო, რადგან სწრაფად ხორციელდებოდა, თუმცა შესაძლებელი უკეთესად ორგანიზება და ამიტომ, გარკვეულწილად უკმაყოფილება მეც მაქვს” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სფერო ძალიან რთულია და ამიტომ არ სურს წინასწარ ვინმე წაახალისოს ან გააკრიტიკოს. პრემიერმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მიმდინარეობისადმი შეკითხვები მასაც აქვს, თუმცა, საბოლოო დასკვნას წინასწარ არ გამოიტანს. სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი თანხების გაფლანგვა-მითვისების და კიდევ რამდენიმე ბრალდებით სამართალდამცავებმა გასულ კვირაში დააკავეს 7 პირი, მათ შორის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები, რომლებსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომხდარის გამო თანამდებობიდან გადადგა სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე.
ყველაზე პოპულარული
1