ვაშინგტონმა მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, გამოაცხადოს ამნისტია და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ამერიკი სკორეული წარმოშობის მოქალაქე, რომელიც კორეაში შარშან დააპატიმრეს და 30 აპრილს 15 წლიანი განაჩენი გამოუტანეს. კენეტ ბეი, როგორც მას აშშ-ის მოიხსენიებენ, ჩრდილოეთი კორეის მიმართ მტრული ქმედებებისთვის გაასამართლეს. ხუთშაბათს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა, პატრიტკ ვენტრელმა მოწოდა პხენიანს მისი განთავისუფლებისკენ. ვენტრელმა განაცხადა, რომ შვედ დიპლომატებს, რომლებიც აშშ-ის ინტერესებს წარმომადგენენ პხენიანში, არ მიეცათ საშუალება სასამართლოს დასწრებოდნენ და ერთი კვირაა არ უნახავთ განსასჯელი. ბეი ჩრდილოეთ კორეაში ტურისტად ჩავიდა და მაშინ დააპატიმრეს.
ყველაზე პოპულარული
1