აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხებში გაძლიერდება. ორი ქვეყნის ლიდერებმა ორშაბათს ტელეფონით ისაუბრეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ობამამ განაცხადა, რომ ”აფასებს” რუსეთის მხრიდან ბოსტონის მარათონზე აფეთქებების შემდეგ გაწეულ დახმარებას. პუტინმა და ობამამ სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ რუსეთი და აშშ ერთად შეეცდებიან უსაფრთხოების უზრუნველყოფას 2014 წელს სოჭში დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს. რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ილაპარაკეს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ალბათობის შესახებაც. აშშ იკვლევს დაზვერვის ინფორმაციას სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების თაობაზე. ობამამ განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებას ”უდიდესი შედეგები” მოყვება სირიის რეჟიმისთვის.
ყველაზე პოპულარული
1