ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ პატიმრების მიმართ განხორციელებული ცემა-წამების ბრალდებით, რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი ინსპექტორები დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებულთა დათრგუნვისა და დემორალიზების მიზნით, დაკავებულები პატიმრებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აშიშვლებდნენ, აკეთებინებდნენ ბუქნებს, აყენებდნენ მუხლებზე, ამცირებდნენ და აიძულებდნენ ერბინათ დაწესებულების ტერიტორიაზე.
ყველაზე პოპულარული
1