აშშ-ში ათასობით ადამიანი დაესწრო აქციას, რომელიც გაიმართა ბოსტონის მარათონზე აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილთა დევნის დროს მოკლული პოლიციელის, 26 წლის შონ კოლიერის ხსოვნის პატივსაცემად. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე სიტყვით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც გამოვიდა. პოლიციის ცნობით, კოლიერი მარათონზე აფეთქებებიდან სამი დღის შემდეგ, 18 აპრილს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ტამერლან და ჯოხარ ცარნაევებმა. ამის შემდეგ, ეჭვმიტანილების დევნის ოპერაციის შედეგად ტამერლანი სროლის დროს მოკლულ იქნა, ჯოხარი კი დააპატიმრეს. ბოსტონის მარათონზე მოწყობილ აფეთქებას ემსხვერპლა სამი ადამიანი, დაიჭრა 260.
ყველაზე პოპულარული
1