ვენესუელის მთავრობა აცხადებს, რომ მიუხედავად ოპოზიციის პროტესტისა, უგო ჩავესის მემკვიდრე ნიკოლას მადურო ოფიციალურად გამოცხადდება კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად. ოფიციალური მონაცემებით მან მცირე უპირატესობით - 300 ათასი ხმით გაიმარჯვა. მადურომ ამომრჩეველთა ხმების 50,8 პროცენტი მიიღო, ოპოზიციის ლიდერმა ენრიკე კაპრილესმა კი 49,1 პროცენტი. კაპრილესი არ ცნობს არჩევნების შედეგებს და აცხადებს, რომ ხმის მიცემის დროს ადგილი ჰქონდა ათასობით სამართალდარღვევას. მან მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობისაკენ მოუწოდა თავის მომხრეებს, თუკი მადუროს გამარჯვებულად გამოაცხადებენ. ორშაბათს თეთრმა სახლმა არჩევნების შედეგების აუდიტს „მნიშვნელოვანი, გონივრული და აუცილებელი ნაბიჯი“ უწოდა.
ყველაზე პოპულარული
1