ქართულ მინერალურ წყალ "ბორჯომს" რუსულ ბაზარზე დაბრუნების უფლება მისცეს. ამის შესახებ განცხადება "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა გენადი ონიშენკომ გააკეთა. მისივე თქმით, "ბორჯომი" რუსეთის პროდუქციის რეესტრში დარეგისტრირებულია და შესაბამისად, ბაზარზეც დაშვებულია. ონიშენკომ თქვა, რომ ქართული მინერალური წყლის დაბრუნება რუსულ ბაზარზე დაგეგმილზე მოგვიანებით შედგა, რადგან, "ბორჯომის" პირველი პარტია, რომელიც ქართულმა მხარემ წარადგინა, რუსმა სპეციალისტებმა დაიწუნეს. "ბორჯომი" მესამე ქართული კომპანიაა, რომელსაც რუსეთის ბაზარზე დაბრუნების უფლება ოფიციალურად მიეცა. მანამდე პროცედურები წარმატებით "ქინძმარაული მარანმა" და "დუგლაძის ღვინის სახლმა" გაიარა.
ყველაზე პოპულარული
1