Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციიდან მიმართა მოსახლეობას


საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აზრით, თანამედროვე, დემოკრატიულ საქართველოში არ არის პარლამენტის დარბაზში შურისძიებისა და სამოქალაქო ომის სტილის რიტორიკის ადგილი. ეს შეფასება სააკაშვილმა გამოთქვა პრეზიდენტის სასახლეში, ყოველწლიური მიმართვით გამოსვლისას. ეს მოხსენება პრეზიდენტს, გეგმით, პარლამენტში უნდა წაეკითხა, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გამოსვლის განუსაზღვრელი ვადით გადადების შემდეგ, პრეზიდენტმა ხუთშაბათს გადაწყვიტა, გამოსვლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადაეტანა. ხოლო პარასკევს, ბიბლიოთეკასთან საპროტესტო აქციისა და არეულობის გამო ეს გეგმაც შეიცვალა. პრეზიდენტის სასახლეში სააკაშვილი გამოვიდა პოლიტიკურ ოპონენტებთან თანამშრომლობის ინიციატივით. მისი აზრით, არსებობს ოთხი იდეა, რომელმაც პოლიტიკური ოპონენტები უნდა გააერთიანოს: "პირველი - საქართველო უნდა იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ექნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის ვექტორი. მეორე - საქართველო უნდა იყოს კონსტიტუციური დემოკრატია.(...) მესამე - საქართველო უნდა იყოს ცივილიზებული ქვეყანა, სადაც მოქალაქეებს არ ექნებათ კრიმინალებისა და კორუმპირებული თანამდებობრივი პირების შიში.(...) მეოთხე - საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, სადაც ხალხი თავისუფლად იცხოვრებს, სადაც მძიმე შრომა, ინოვაცია და მეწარმეობა გახდება წარმატების მიღწევის საშუალება“. სააკაშვილმა განაცხადა აგრეთვე, რომ მას ვერავინ ჩაკეტავს პრეზიდენტის სასახლეში და ვერც ამ სასახლის ბუნკერში.
XS
SM
MD
LG