საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან სამი თვის თავზე საქართველოში კვლავ აქტუალურია მსჯელობა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.
გამომდინარე იქიდან, რომ მომავალ საპრეზიდენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის და შემდეგ უკვე საპარლამენტო არჩევნებამდე საკმარისი დროა ცვლილებების განსახორციელებლად, თბილისში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორები გახლდნენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR). ღონისძიება ევროკავშირის ხელშეწყობით ჩატარდა. კონფერენციაში, პოლიტიკოსთა გარდა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც საკუთარ რეკომენდაციებზე საუბრობდნენ.
იმის საილუსტრაციოდ, რომ საარჩევნო სისტემა საქართველოში ჯერ კიდევ საჭიროებს სრულყოფას, გამოდგება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებული დასკვნა. მოკლე ციტატა დასკვნიდან კონფერენციაზე, რომელიც საარჩევნო რეფორმას შეეხებოდა, ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა წაიკითხა:
„საარჩევნო კამპანიის გარემო იყო პოლიტიზებული და დაძაბული, მკვეთრი რიტორიკის გამოყენებით და ზოგ შემთხვევაში ძალადობის გამოვლინებით ხასიათდებოდა. საარჩევნო კამპანია ხშირად, კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმის წარმოჩენის მაგივრად, ერთი მხრივ, თანამდებობების და, მეორე მხრივ, კერძო ფინანსური რესურსების გამოყენებაზე ფოკუსირდებოდა. ალბათ, ამაზე უფრო ამომწურავად და მოკლედ ამ არჩევნების შეფასება შეუძლებელია”.
იმისათვის, რომ მომავალი არჩევნების ჩასატარებლად საკანონმდებლო ბაზა იყოს უფრო სრულყოფილი და პოლიტიკურ სუბიექტებს შესაძლებლობათა გამოვლენის საშუალება თანაბრად მიეცეთ, ნიკოლაი ვულჩანოვი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, რეკომენდაციებს ორ ჯგუფად ყოფს:
„ჩვენ რეკომენდაციები ორ ჯგუფად დავყავით: პირველი, პრიორიტეტული რეკომენდაციები და, მეორე, უფრო ტექნიკური ხასიათის. პირველ ჯგუფში რეკომენდაციების ნაწილი სასწრაფოდ გასათვალისწინებელია, მით უმეტეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერშია დანიშნული. ეს რეკომენდაციები უკავშირდება აუდიტის ოფისის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მუშაობის საკითხს, სამხედრო პირების რეგისტრაციის საკითხებს. გასაუმჯობესებელია საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. დანარჩენი რეკომენდაციები უფრო ტექნიკური ხასიათისაა. ჩვენს ანგარიშშიც გვიწერია მის შესახებ და ყველას შეუძლია გადახედოს ამ ანგარიშს და გაეცნოს მას”.
ნიკოლაი ვულჩანოვი მნიშვნელოვან ამოცანად მიიჩნევს საარჩევნო პროცესში -განსაკუთრებით მაჟორიტარული წესით არჩევნებში - სამხედროების მიერ ხმის მიცემის პროცედურის შეცვლას. ის საქართველოს სთავაზობს პრაქტიკას, რომელიც აპრობირებულია სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც სამხედროები ხმას აძლევენ არა მათი დისლოკაციის ადგილის, არამედ მათი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ვულჩანოვის სიტყვებით, რეალობაში ამის განხორციელება არ არის რთული, თუ სამხედროების ნაწილს მათი დისლოკაციის ადგილიდან დღის პირველ ნახევარში გაათავისუფლებენ, ნაწილს კი - დღის მეორე ნახევარში.
ამასთან, წლების განმავლობაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ეუთოსა და ოდირის რეკომენდაციად რჩება ის, რომ თანაზომადი იყოს საარჩევნო ოლქებისა და მანდატის წონა. პარლამენტარი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა, რომელიც უკვე შეიქმნა და რომელშიც, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციებიც შედიან, უმთავრესად ამ საკითხის დარეგულირებაზე უნდა იმუშაოს და უნდა მოხერხდეს ისეთი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ერთ რომელიმე პოლიტიკურ ეტაპზე არ იქნება მორგებული. ამ თვალსაზრისით, დავით ბერძენიშვილს შესაძლებლად მიაჩნია არჩევნების ჩატარება ისე, რომ დეპუტატთა ნაწილი აირჩეს ერთიანი პროპორციული და ნაწილი რეგიონალურ- პროპორციული წესით, ანუ მაჟორიტარული არჩევნების გამორიცხვით:
”მე მეჩვენება, რომ პრიორიტეტული შეიძლება იყოს მთლიანად 150-კაციანი პარლამენტის რეგიონალურ-პროპორციული სისტემით არჩევა. ეს ჩვენ მოგვცემდა 11 ან 12 თანაზომად საარჩევნო ოლქს, სადაც 10 მანდატზე მეტი გათამაშდებოდა და ჩვენ ამ ამოცანას გავუმკლავდებოდით და ფასი მანდატების იქნებოდა თანაზომადი. მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ყაზბეგი და გლდანი ასეთ დისპროპორციას არ იძლეოდეს და ჩვენ გვქონდეს საარჩევნო ოლქები, სადაც მანდატის ფასი იქნება თანაზომადი”.
დავით ბერძენიშვილის მსგავსად, საარჩევნო სისტემის შეცვლა მიაჩნიათ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მნიშვნელოვან ამოცანად. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს საკუთარი რეკომენდაციებით ნოემბერში მიმართეს. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია ამბობს, უმთავრესი პრობლემა სწორედ პარტიის მიერ მიღებული ხმების არაპროპორციულად ასახვაა საკანონმდებლო ორგანოში და რეკომენდაციებიც სწორედ ამ თვალსაზრისით აქვს:
”ვფიქრობთ, რომ, ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების განწყობები პროპორციულად იქნეს ასახული საკანონმდებლო ორგანოში მანდატების გადანაწილების მხრივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თვითონ საარჩევნო პროცესებს უქმნის საფრთხეს და იწვევს პოლიტიკური რისკების წარმოშობის რისკებს და საფრთხეებს”.
ამასთან, ნინო ლომჯარიას აზრით, საარჩევნო სისტემა იმგვარად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ საკანონმდებლო ორგანოში რაც შეიძლება გაფართოვდეს პარტიათა წარმომადგენლობა, ასევე ეთნიკური უმცირესობებისა და ქალთა მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში. „სამართლიანი არჩევნები“ მაჟორიტარულ 1-მანდატიან ოლქებში საარჩევნო ბარიერის 30% პროცენტიანი ზღვრის პრობლემურობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, მაჟორიტარი კანდიდატი რომ ამომრჩეველთა უბრალო უმრავლესობით აირჩევა, ეს უგულებელყოფს სხვა ამომრჩეველეთა ინტერესებსო. ასევე დაისვა ბიომეტრული ბარათების გაცემისა და ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის საკითხი, რათა მაქსიმალურად დაზუსტდეს ამორჩეველთა ის სია, რომელიც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩეენებისთვის მეტ-ნაკლებად დაზუსტდა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ფოფხაძემ კი ყურადღება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესსა და უშუალოდ კენჭისყრის დღის პროცედურებზე გააამახვილა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ცესკოს დაკომპლექტების წესის შეცვლა. ცესკო უნდა შედგებოდეს პარლამენტის 2/3-ის მიერ არჩეული 7 -კაციანი ჯგუფისგან და ეს ადამიანები უნდა იყვნენ არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით შერჩეული. ამასთან, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისთვის გამოცდების შემოღების რეკომენდაციასაც იძლევა.
მთლიანობაში, საარჩევნო რეფორმის მომზადებაზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი და არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ 2013 წლისთვის საქართველოში სრულყოფილი საარჩევნო კანონმდებლობა მომზადდება.

მე მეჩვენება, რომ პრიორიტეტული შეიძლება იყოს მთლიანად 150-კაციანი პარლამენტის რეგიონალურ-პროპორციული სისტემით არჩევა. ეს ჩვენ მოგვცემდა 11 ან 12 თანაზომად საარჩევნო ოლქს ...დავით ბერძენიშვილი
ნიკოლაი ვულჩანოვი მნიშვნელოვან ამოცანად მიიჩნევს საარჩევნო პროცესში -განსაკუთრებით მაჟორიტარული წესით არჩევნებში - სამხედროების მიერ ხმის მიცემის პროცედურის შეცვლას. ის საქართველოს სთავაზობს პრაქტიკას, რომელიც აპრობირებულია სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც სამხედროები ხმას აძლევენ არა მათი დისლოკაციის ადგილის, არამედ მათი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ვულჩანოვის სიტყვებით, რეალობაში ამის განხორციელება არ არის რთული, თუ სამხედროების ნაწილს მათი დისლოკაციის ადგილიდან დღის პირველ ნახევარში გაათავისუფლებენ, ნაწილს კი - დღის მეორე ნახევარში.
ამასთან, წლების განმავლობაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ეუთოსა და ოდირის რეკომენდაციად რჩება ის, რომ თანაზომადი იყოს საარჩევნო ოლქებისა და მანდატის წონა. პარლამენტარი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა, რომელიც უკვე შეიქმნა და რომელშიც, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციებიც შედიან, უმთავრესად ამ საკითხის დარეგულირებაზე უნდა იმუშაოს და უნდა მოხერხდეს ისეთი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ერთ რომელიმე პოლიტიკურ ეტაპზე არ იქნება მორგებული. ამ თვალსაზრისით, დავით ბერძენიშვილს შესაძლებლად მიაჩნია არჩევნების ჩატარება ისე, რომ დეპუტატთა ნაწილი აირჩეს ერთიანი პროპორციული და ნაწილი რეგიონალურ- პროპორციული წესით, ანუ მაჟორიტარული არჩევნების გამორიცხვით:
”მე მეჩვენება, რომ პრიორიტეტული შეიძლება იყოს მთლიანად 150-კაციანი პარლამენტის რეგიონალურ-პროპორციული სისტემით არჩევა. ეს ჩვენ მოგვცემდა 11 ან 12 თანაზომად საარჩევნო ოლქს, სადაც 10 მანდატზე მეტი გათამაშდებოდა და ჩვენ ამ ამოცანას გავუმკლავდებოდით და ფასი მანდატების იქნებოდა თანაზომადი. მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ყაზბეგი და გლდანი ასეთ დისპროპორციას არ იძლეოდეს და ჩვენ გვქონდეს საარჩევნო ოლქები, სადაც მანდატის ფასი იქნება თანაზომადი”.
ვფიქრობთ, რომ, ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების განწყობები პროპორციულად იქნეს ასახული საკანონმდებლო ორგანოში მანდატების გადანაწილების მხრივ ...ნინო ლომჯარია