Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძეს და ზურაბ შამათავას ბრალი წაუყენეს


სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ეჭვმიტანით დაკავებულ ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინიტრს, ბაჩო ახალაიას უფლებამოსილების გადამეტებასთან ერთად, ბრალი ედება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. რაც შეეხება გაერთიანებული შტაბის უფროსს, გიორგი კალანდაძეს და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაურს, ზურაბ შამათავას, მათ ბრალი არ დამძიმებიათ. სამივე ბრალდებულის სასამართლო პროცესი ხვალისთვის დაინიშნა. ადვოკატების განცხადებით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ახალაია 6 ნოემბერს, ხოლო კალანდაძე და შამათავა 7 ნოემბერს დააკავეს.
XS
SM
MD
LG