მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ძალიან გაბრაზებული და სულით ხორცამდე შოკირებულიაც იმ კადრების ხილვის შედეგად, სადაც გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული. მან თქვა: ”ყველა, ვინც ამის ორგანიზატორი და განმახორციელებელია, ყველა ვინც ეს ჩაიდინა და დაუშვა, უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს. პოლიციას დაკავებული ჰყავს ამ საშინელებების ჩამდენთა უმრავლესობა და დანარჩენებიც წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე”.
ყველაზე პოპულარული
1