ქუთაისში სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო „ქართული ოცნების“ კიდევ ორი აქტივისტის საქმეზე - აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებულ პირებს, კობა ჯაბუას და ნინო ყურუას. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების მასალებით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები მოსახლეობასთან შეხვედრისას, მოქალაქეებს პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ პირდებოდნენ ფულს და სხვა სარგებლის მიღებას. სასამართლო იუწყება, რომ ბრალდებულებს შეუფარდა გირაო 3000-3000 ლარის ოდენობით. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით,"ქართული ოცნების" წარმომადგენელი თეა წულუკიანი უკანონოს უწოდებს ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას. პარასკევს ამავე სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ”ქართული ოცნების” სამ აქტივისტს, მიხეილ მესხს, მიხეილ ამაშუკელს და გაგა ამბროლაძეს, რომლებიც ბრალდებულნი არიან ამომრჩევლის მოსყიდვაში.
ყველაზე პოპულარული
1