ეგვიპტის პარლამენტმა აუკრძალა იმ პირებს, რომელბიც შარშან დამხობილი პრეზიდენპტის, მუბარაქის დროს მთავრობაში მუშაობდნენ, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. კანონმდებლებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმის მიუხედავად, რომ დღევანდელმა მთავრობამ ისინი გადაწყვეტილების არაკონსტრუქციულობის გამო გააფრთხილა. მიმომხილველები თვლიან, რომ დეპუტატებმა ეს ნაბიჯი გადადგეს ამასწინანდელი პრეცედენტის გამო, როცა ეგვიპტის დაზვერვის ყოფილმა შეფმა, ომარ სულეიმანმა გადაწყვიტა სახელმწიფო მეთაურის არჩენვებში ჩაბმულიყო. ახალი კანონის თანახმად, მუბარაქის პერიოდის ყველა მაღალი რანგის მოხელეს, რომლებიც ირიცხებოდნენ ნაციონალ-დემოკრატიულ პარტიაში, ათი წლით ჩამოერთვათ პოლიტიკური უფლებები. სსაპრეზიდენტო არჩევნები ეგვიპტეში მაისში მოეწყობა.
ყველაზე პოპულარული
1