ერთკვირიანი უამინდობის შემდეგ, მეორე დღეა ქუთაისში დათბა. დაბალ ტემპერატურასა და ძლიერ ქარს ქალაქში განსაკუთრებული შეზღუდვები არ გამოუწვევია. მცირე გამონაკლისების გარდა, მოსახლეობას სასმელი წყალი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება. ქუთაისის სასწავლო დაწესებულებებში, სკოლებსა და ბაღებშიც სასწავლო პროცესი ჩვეული რიტმით მიმდინარეობს. ყველაზე ხშირად, რის გამოც ქუთაისელები ჩივიან, ქალაქის გარეუბნებში მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურაა. ადგილობრივების თქმით, ცენტრალურ უბნებში მოშლილი სანიაღვრე სისტემა და შიდა გზების სავალი ნაწილის ამორტიზება უამინდობისას განსაკუთრებულ პრობლემებს ფეხით მოსიარულეებს უქმნის.
„წყალი დგება. მუდამასე არის. წინა ბინებიდან ჩამოსული წყალი დგება ჩვენს ბინასთან.“
„კორპუსებს შორის არაა ასფალტი და წვიმისა და თოვლის დროს მუდამ წყალი დგას.“
„გარეუბანში ვცხოვრობ და ყოველდღე მიწევს ქალაქის ცენტრში სამსახურში სიარული. ყოვლად გაუსაძლისი მდგომარეობაა: სახლიდან გაჩერებამდე რომ მივიდე, მიწევს დიდი მონაკვეთის შემოვლა; მოუწესრიგებელია სანიაღვრეები, საშინელი მდგომარეობაა; ყველგან წყალი დგას და ვერ ვაღწევთ გაჩერებამდე ისე, რომ არ დავსველდეთ“, ამბობენ რადიო თავისუფლების რესპონდენტები.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, მიმდინარე წელს რეგიონალური განვითარების ფონდიდან მილიონ-ნახევარი ლარის გამოყოფა იგეგმება. თანხა ქალაქის იმ გარეუბნების გზის საფარის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯება, სადაც წყლის სისტემა და საკანალიზაციო ქსელია რეკონსტრუირებული. იმ ქუჩებზე კი, სადაც სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემებია ამორტიზებული, წლის ბოლომდე მათი შეკეთებაა დაგეგმილი.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის ლევან ჭანჭალეიშვილის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის უამინდობისას გზების გასაწმენდად თვითმმართველობა დამატებით ტენდერებს გამოაცხადებს.
„შედგენილია სპეციალური გრაფიკები, როგორ უნდა მოვიქცეთ უამინდობის შემთხვევაში: არსებობს ნუსხა ქუჩებისა, რომელ ქუჩებზეც უნდა მოხდეს თოვლის გატანა და მარილის მოყრა, რომ არ მოცურდეს მანქანები. საგანგებო სიტუაციათა სამსახური კურირებს ამ სამუშაოებს. საჭიროების შემთხვევაში გამოცხადდება დამატებით ტენდერი ტექნიკის მობილიზებისთვის. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ გვაქვს შესაბამისი თანხები. ასე რომ, ზამთრის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს პრობლემები არ შეექმნებათ“,-აცხადებს ლევან ჭანჭალეიშვილი.
ქუთაისის მერის გიორგი თევდორაძის განმარტებით კი, ადგილობრივი ხელისუფლება გააკონტროლებს ყველა შესამაბის კომპანიას, რომ, უამინდობის მიუხედავად, მოსახლეობამ წყალი, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი შეფერხებების გარეშე მიიღოს.
ამინდის გაუარესებას და ტემპერატურის კლებას ქუთაისში ხვალიდან ვარაუდობენ.
„წყალი დგება. მუდამასე არის. წინა ბინებიდან ჩამოსული წყალი დგება ჩვენს ბინასთან.“
„კორპუსებს შორის არაა ასფალტი და წვიმისა და თოვლის დროს მუდამ წყალი დგას.“
არსებობს ნუსხა ქუჩებისა, რომელ ქუჩებზეც უნდა მოხდეს თოვლის გატანა და მარილის მოყრა...