Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენმა მთავარ პროკურორს მიმართა დავით კიკნაძის საქმის გამოძიების მოთხოვნით


საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს მიმართა, დაიწყოს გამოძიება საჩხერეში 13 იანვარს მომხდარი ინციდენტის გამო. საუბარია საჩხერის კულტურის სახლთან გამართული კონცერტისას მოქალაქე დავით კიკნაძის დაკავებასა და მის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მისი რწმუნებულები შეხვდნენ დავით კიკნაძეს, რომლის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი შეძახილის შემდეგ, უცნობმა პირებმა ძალით ჩასვეს ავტომანქანაში და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიყვანეს. დავით კიკნაძის განმარტებითვე, მან ავტომანქანაში მყოფი პირებიდან ამოიცნო შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი. კიკნაძის ახსნა-განმარტების თანახმად, სამოქალაქო ფორმიანმა პირებმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით ბარათის გარეშე დაუბრუნეს. სახალხო დამცველი დავით კიკნაძის განმარტებაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მას თავისუფლება საათ-ნახევრის განმავლობაში ჰქონდა შეზღუდული. ამასთან, კიკნაძე აცხადებს, რომ მისი დაკავება დაინახეს სამართალდამცავებმა, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ.
XS
SM
MD
LG