Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში პუბლიცისტს ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


ჩინეთში ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს დემოკრატიული მოძრაობის აქტივისტს, პუბლიცისტ ლი ტეს. მას ბრალად ედება სახელწმიფო წყობილებისათვის ძირის გამოთხრა. ჰონკონგში ბაზირებული უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, განაჩენი დღეს, ცენტრალურ ჩინეთში მდებარე ქალაქ იუხანში გამოიტანეს. ლი ტემ თავი დამნაშავედ არ სცნო. დღევანდელი განაჩენი მესამეა, რომელიც ჩინეთში დისიდენტების წინააღმდეგ გამოიტანეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG