Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისის უნივერსიტეტის რეიტინგული სპეციალობები


ქუთაისის უნივერსიტეტი
ქუთაისის უნივერსიტეტი
ქუთაისში 2 აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებს: ქუთაისის უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ უკანასკნელში 8500-მდე სტუდენტი სწავლობს როგორც საქართველოს რეგიონებიდან, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. 2011-2012 სასწავლო წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2100 სტუდენტი ბაკალავრიატის პირველ კურსზე ჩაირიცხა, რაც ბოლო წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, უმაღლეს სასწავლებელში ყველაზე მოთხოვნადია ბიზნესის ადმინისტრირების, სამართალმცოდნეობის, უცხო ენებისა და სამედიცინო მიმართულების სპეციალობები. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის შალვა კირთაძის თქმით, სტუდენტები, გასულ წლებთან შედარებით, მოტივირებულები არიან და საუნივერსიტეტო სწავლება მათ პროფესიული ზრდისთვის ყველა შესაძლებლობას აძლევს.
მე მგონია, რომ საკმაოდ კარგი კვალიფიკაციის უნივერსიტეტია. ვფიქრობ, რომ სხვა უმაღლეს სასწავლებლებზე უკეთესია და არა ნაკლები ...

„გამოცდები უნივერსიტეტში საგამოცდო კომისიის მიერ ორგანიზებული წესით ტარდება და თვითონ სტუდენტები ამ ფაქტს დადებითად აფასებენ, რადგან იციან, რომ მათ ცოდნა არ დაეკარგებათ და ჩვენს უნივერსიტეტში ყველანაირი პირობა ექმნებათ, რომ ჰქონდეთ წინსვლა პროფესიული განვითარებისათვის. უცხოელი სტუდენტებიც გვყავს, დოქტურანტურაზე სწავლობენ ერაყელი სტუდენტები, ბევრმა უცხოელმა გამოთქვა სურვილი მაგისტრატურაზე სწავლისა. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები სწავლობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებზე. მოსამზადებელ ეტაპზე არიან ჩინელი აბიტურიენტები და ისინიც გახდებიან სტუდენტები. დიდ ყურადღებას ვაქცევთ როგორც საინჟინრო, ასევე აგრარულ სპეციალობებს და გვინდა განსაკუთრებით განვითარდეს. ჩვენი სტუდენტები გაცვლითი პროგრამებით სწავლობენ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში შალვა კირთაძე.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დიდი ნაწილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ საუნივერსიტეტო სწავლების სისტემა აკმაყოფილებს და მიღებული ცოდნა მომავალში აუცილებლად გამოადგება, უფრო მცირე ნაწილს კი ტექნიკური ბაზის უკეთ აღჭურვა სურს:

„უნივერსიტეტში უნდა იყოს ისეთი პროგრამები, რომ შეგვეძლოს მეტის გაკეთება. ვფიქრობ, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიებით არასაკმარისადაა აღჭურვილი. ჩემი აზრით, ყველა ლექტორს უნდა შეეძლოს პროექტორით ლექციების ჩატარება. “

„მე მგონია, რომ საკმაოდ კარგი კვალიფიკაციის უნივერსიტეტია. ვფიქრობ, რომ სხვა უმაღლეს სასწავლებლებზე უკეთესია და არა ნაკლები. “

„აკმაყოფილებს ჩვენს ყველა მოთხოვნას და გვაძლევს საჭირო ცოდნას.“

მე მომწონს, სწავლების კარგი სისტემაა და ვისაც სწავლა უნდა, შეუძლია კარგად ისწავლოს.“

„ვადარებ სხვა უნივერსიტეტის იმავე ფაკულტეტის და ჩვენი სწავლების დონეს და ძალიან ობიექტურად რომ შევაფასოთ, მაინც უფრო მაღალ დონეზეა ჩვენთან.“

„მე საზღვარგარეთ მინდა მაგისტრატურის გავლა. მე მგონი, ორი წელი ცოტა არაა და საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა დაემატება აქ მიღებულ განათლებას. იცით, სამსახურის დასაწყებად უპირატესობას ანიჭებენ უცხოეთში თუნდაც რამდენიმე თვე რომ გქონდეს გავლილი, აფასებენ და ძალიან დიდი პლუსია.“
ის სტუდენტები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას გეგმავენ, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების გაზრდას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, ბევრისთვის ხელმიუწვდომელია როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG