Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

2012 წლის ბიუჯეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები


ახალციხის მუნიციპალიტეტში 2012 წლის ბიუჯეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. საკრებულოში საბოლოო განხილვა 26 დეკემბერს არის დანიშნული, თუმცა მანამდე როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მის დადებით და უარყოფით მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი აცხადებს, რომ 2012 წლის ბიუჯეტი, წლევანდელთან შედარებით, გაზრდილია.

მომავალი წლის ბიუჯეტში სულ რამდენიმე ძირითადი სეგმენტია, რის მიხედვითაც მოხდა თანხების გადანაწილება. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის გაგა ივანიძის აზრით, თანხები პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში აისახა, სოციალური პაკეტია. 2012 წელს სამედიცინო დახმარებას სასწრაფო ოპერაციის შემთხვევაში ყველა თანაბრად 30 %–ს მიიღებს, ნაცვლად 50%–ისა. მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ საზოგადოება არ აქტიურობს. მოსახლეობა მომავალი წლის ბიუჯეტშიც სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს.

კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ბიუჯეტის მთავარი ხარვეზი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში გამოყოფილი მცირე თანხაა. ოლეგ სანდროშვილი 2012 წლის ბიუჯეტის პროექტს გაზრდილი საოფისე და სატრანსპორტო ხარჯების გამო აკრიტიკებს.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს აქტიურად განიხილავენ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირშიც“. პროექტ ,,ახალგაზრდული საკრებულოს“ კოორდინატორი ჯაბა ნათენაძე 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარ პრობლემად მის ბუნდოვანებას ასახელებს.

2012 წლის ბიუჯეტის პროექტი 6 მილიონამდე ლარით განისაზღვრა. ამ თანხაში მხოლოდ ადგილობრივი შემოსავლებია გათვალისწინებული. 2011 წლის ბიუჯეტმა, ტრანსფერების ჩათვლით, 20 მილიონამდე ლარს მიაღწია.
XS
SM
MD
LG