Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 9 დეკემბერს გამოცხადდება არჩევნების ოფიციალური შედეგები


რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 9 დეკემბერს გამოცხადდება საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები. წინასწარი მონაცემებით, გამარჯვება ერგო მმართველ პარტია „ერთიან რუსეთს“, რომელიც, ხმების თითქმის 50 პროცენტის მოპოვების შედეგად, დიდი უპირატესობით უსწრებს თავის კონკურენტებს. ამასობაში, რუსეთში მორიგ აქციებს ამზადებენ აქტივისტები, რომლებიც გაყალბებულად მიიჩნევენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მათი გეგმა ითვალისწინებს 10 დეკემბერს საპროტესტო აქციების გამართვას მთელი რუსეთის მასშტაბით. სოციალური ქსელების მეშვეობით, უკვე ათასობით ადამიანმა გამოთქვა მოსკოვის დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის მზადყოფნა. საერთაშორისო ორგანიზაციები რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ მიმართოს ძალას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG