სირიამ ბრალად დასდო არაბული ქვეყნების ლიგას, რომ ის ანადგურებს ყოველგვარ მცდელობას, დასრულდეს რვათვიანი ძალადობა. სირიაში ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში, რათა პროტესტი გამოეთქვა ლიგის გადაწყვეტილების გამო, დაუწესოს ეკონომიკური სანქციები ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს.
ლიგის წევრი 22 წევრიდან, 19 მიემხრო ეკონომიკური სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას, რაც სირიის იზოლაციას ისახავს მიზნად. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლიგა საკუთარ წევრს სანქციებს უწესებს. გაეროს თანახმად, ბოლო ცხრა თვეში 3500 ადამიანი შეეწირა რეპრესიებს. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ ალ-მუალემმა სატალევიზიო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სანქციები სირიის წინააღმდეგ გამოცხადებული ეკონომიკური ომია. მუალემმა წარმოადგინა ვიდეომასალა, სადაც დახოცილთა გვამები ჩანდა და განაცხადა, რომ ეს ტერორისტთა ჯგუფების ნახელავია, რომლებიც უშიშროების ძალებს ებრძვიან.
სირიის ყველაზე მჭიდრო სავაჭრო მოკავშირეებმა, ლიბანმა და ერაყმა განაცხადეს, რომ არ ემხრობიან სანცქიებს.