უცხოეთის მედიაში განვლილ კვირაში გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან, საქართველოში ფართო გამოხმაურება მოჰყვა სტატიებს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის წიგნზე, მის მემუარებზე - უფრო ზუსტად, მემუარების ნაწილზე, რომელიც ეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და 2008 წლის აგვისტოს ომს.
უცხოეთის პრესის მიმოხილვას სწორედ ამ გახმაურებული სტატიებით ვიწყებთ. გამოცემა „ატლანტიკმა“ - შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბოსტონში დაფუძნებულმა ჟურნალმა - ამ კვირაში თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა წერილი სათაურით „კონდოლიზა რაისი საქართველოს ლიდერს ადანაშაულებს რუსეთთან ომში“. ყველაზე საყურადღებო ამ პუბლიკაციასთან მიმართებით სწორედ მისი სათაურია და აი, რატომ: მას შემდეგ რაც „ატლანტიკში“ გამოქვეყნებულ სტატიას მომდევნო დღეს, 17 ნოემბერს მოჰყვა სხვა გამოცემის პუბლიკაცია, რომელიც ასახავს კონდოლიზა რაისის აღშფოთებას „ატლანტიკში“ მისი წიგნის არასწორად ასახვის გამო, პუბლიკაციის სათაური შეიცვალა.
ახლა „ატლანტიკის“ ვებგვერდზე წაიკითხავთ არა ზემოხსენებულ სათაურს “კონდოლიზა რაისი საქართველოს ლიდერს ადანაშაულებს რუსეთთან ომში“, არამედ შემდეგს: „კონდოლიზა რაისი საქართველოს ლიდერს აფრთხილებდა რუსეთთან ომის შესახებ“. ახალია ქვესათაურიც. ტექსტის დანარჩენი ნაწილი არ შეუცვლიათ. ბოლოში დამატებული განმარტებით, სათაური და ქვესათაური შეიცვალა, რათა უკეთ შეესაბამებოდეს ავტორის სტატიას. ავტორი გახლავთ ჯოშუა კუცერა.
კუცერას ამ, გახმაურებულ სტატიაში მოყვანილია რამდენიმე ციტატა კონდოლიზა რაისის მემუარებიდან, მათ შორის შემდეგი: „ის (სააკაშვილი) ამაყია, ზოგჯერ იმპულსური და ყველა შეშფოთებული ვიყავით იმით, რომ შესაძლოა, მოსკოვისათვის მიეცა ძალის გამოყენების პროვოცირების შესაძლებლობა. მან თვითონაც წარმატებით მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება ქვეყნის სხვა სეპარატისტულ ნაწილში, აჭარაში და სასურველ შედეგს მიაღწია, როცა მოხდა აჭარის რეინტეგრაცია საქართველოში, ადგილობრივი და საერთაშორისო ძალების ზეწოლის შედეგად. ვშიშობდით, რომ ეს პრეცედენტი მას შესაძლოა, აფიქრებინებდა, რომ შედეგს მიაღწევდა მსგავსი ქმედების გამეორებით ტერიტორიებზე, რომლებიც უფრო ახლოს მდებარეობს პუტინის საყვარელ სოჭთან“, - ასე მთავრდება ერთ-ერთი ციტატა, რომელსაც „ატლანტიკში“ ბეჭდავენ.
კრიტიკულ გამოხმაურებაში - სტატიაში, რომელიც ასევე შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა ჟურნალმა, “უიკლი სტანდარტმა“ გამოაქვეყნა, აღიარებულია, რომ კუცერას წერილში მოყვანილი ციტატები პირდაპირ არის აღებული რაისის მემუარებიდან - არ არის შეცვლილი, რამენაირად მანიპულირებული. მაგრამ, მემუარების შინაარსი მაინც იმდენად განსხვავებულად არის ასახული, რომ „ყოფილი სახელმწიფო მდივანი მათ ვეღარ ცნობს, როგორც საკუთარ სიტყვებს“, წერს ავტორი, დენიელ ჰალპერი.
ჰალპერს სატელეფონო ინტერვიუში უთხრა კონდოლიზა რაისმა, რომ „ატლანტიკში“ გამოქვეყნებული სტატია „აღმაშფოთებელია“. „ჩემი აზრით, რუსებს სურდათ საქართველოსთან დაპირისპირება... ყველაფერს აკეთებდნენ ქართველების პროვოცირებისათვის. სამხრეთელი ოსების - რუსების მოკავშირეთა - მიერ საქართველოს დასახლებების დაცხრილვა აშკარად არის ის, რამაც ომი დაიწყო“. კონდოლიზა რაისის ამ მოსაზრებას გაეცნობით ჟურნალ „უიკლი სტანდარტის“ პუბლიკაციაში.
საქართველოს ეხება სტატიაც, რომელიც ამ კვირაში გამოაქვეყნა გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“. წერილს სამი ავტორი ჰყავს, სამივე სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა დიმპლომატიურ მისიებს საქართველოში - დენის კორბოი ევროკომისიის ელჩი იყო, ხოლო უილიამ კორტნი და კენეთ იალივიცი საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩები არიან. მათი წერილი სათაურით „დაცემულ გიგანტთა გაკვეთილები“ ეხმიანება საბჭოთა კავშირის დაშლის მოახლოებულ, მე-20 წლისთავს და აანალიზებს შეცდომებს, რომლებიც დაუშვეს მიხაილ გორბაჩოვმა, ბორის ელცინმა და ედუარდ შევარდნაძემ. სწორედ ისინი არიან მოხსენიებული „დაცემულ გიგანტებად“.
თითოეულმა მათგანმა, ვკითხულობთ პუბლიკაციაში, ისტორია შექმნა, მაგრამ თავისი გზიდან გადაუხვია, როცა საზოგადოება შეიცვალა და მათ ვერ შეძლეს ახალი მოთხოვნების შესაბამისად მოქცევა. ვლადიმირ პუტინს მართებს მათი გაკვეთილის გათვალისწინება, თუ, როგორც სავარაუდოა, მომავალ წელს ისევ პრეზიდენტი გახდებაო.
ამ, შესავალი ნაწილის შემდეგ, „ნიუ-იორკ ტაიმსში“ დაბეჭდილი წერილის ავტორებს მოჰყავთ შევარდნაძის მაგალითი - მათი შეფასებით, მრავლისმეტყველი მაგალითი იმისა, თუ როგორ დასრულდა ცუდი შედეგით წარმატებული ლიდერის კარიერა.
შევარდნაძის წარმატებებად მოხსენიებულია საბჭოთა საგარეო უწყების ხელმძღვანელობისას, 1980-იან წლებში, გორბაჩოვისათვის გაწეული დახმარება განიარაღების შესახებ ისტორიული შეთანხმებების გაფორმებაში, ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანაში, ბერლინის კედლის დაცემის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კომუნისტური რეჟიმისაგან გათავისუფლების ხელშეწყობაში. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შევარდნაძე მშობლიურ საქართველოში დაბრუნდა, პრეზიდენტი გახდა და ბოლო მოუღო სამოქალაქო ომს, მაგრამ ვერ შეძლო კონტროლის შენარჩუნება სეპარატისტულ რეგიონებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზეო, წერენ სტატიის ავტორები და იქვე სვამენ შეკითხვას: რა დასკვნა უნდა გააკეთოს შევარდნაძის ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ვლადიმირ პუტინმა?
პასუხი ასეთია - უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია რეფორმები. 1985 წელს, როცა გორბაჩოვი ჩადგა ხელისუფლების სათავეში, კომუნისტურ იდეოლოგიას დაკარგული ჰქონდა თავისი მიმზიდველობა, ეკონომიკა მძიმე პრობლემების წინაშე იდგა. გორბაჩოვის რეფორმები არათანმიმდევრული იყო, მაგრამ გაბედული და მაინც მეტისმეტად სუსტი საბჭოთა კავშირის გადასარჩენად. 1990-იან წლებში შევარდნაძემ საქართველოში, ისევე როგორც ელცინმა რუსეთში, თავი ვერ გაართვა რეფორმების განხორციელებას, ვერ შეებრძოლა კორუფციას და 2003 წელს, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ის პოლიტიკოსების ახალმა თაობამ განდევნაო.
პუტინს რაც შეეხება, წერილის ავტორები აღიარებენ, რომ ის რუსეთში დღესაც ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია, გამორჩეული ლიდერია ქვეყანაში, რომლის პოლიტიკური კულტურისთვისაც დამახასიათებელია “ძლიერი ხელით მართვის პატივისცემა, ნაციონალიზმი, სიამაყე ძლიერი ქვეყნის სტატუსით“. მაგარმ, ვკითხულობთ „ნიუ იორკ ტაიმსში“, რუსეთში ვითარება იცვლება. სამოქალაქო საზოგადოება ძალას იკრებს და მატულობს უკმაყოფილება კორუფციის, ისევე როგორც ელექტორატის წინაშე ნამდვილი არჩევანის არარსებობის გამო.
პუტინს მიდრეკილება აქვს სტატუს კვოს პოლიტიკის მიმართ, ეს კი საკმარისი არ არისო, ვკითხულობთ სტატიაში, რომლის ავტორებიც არიან დენის კორბოი, უილიამ კორტნი და კენეთ იალოვიცი - საქართველოში ევროკომისიისა და შეერთებული შტატების ყოფილი ელჩები.