ყაზახეთის პროკურატურის წარმომადგენელთა განცხადებით, ქალაქ ატარაუში მოხდა ორი აფეთქება, რომელთაგან ერთი, სავარაუდოდ, მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. ატარაუ მდებარეობს დედაქალაქ ასტანის დასავლეთით 2500-მდე კილომეტრში, კასპიის ზღვის პირას. არავინ დაშავებულა პირველი აფეთქებისას, რომელიც ადმინისტრაციულ შენობასთან მოეწყო, მეორე აფეთქებამ კი ერთი ადამიანი შეიწირა - მედიის ცნობით, თვითმკვლელი თავდამსხმელი. როგორც იუწყებიან, აფეთქებები მოეწყო ქალაქის პროკურატურის, პოლიციისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის ოფისების მახლობლად.
ყველაზე პოპულარული
1