თბილისის მერიამ დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, ბიზნესმენ ბიძნა ივანიშვილის კუთვნილებაში არსებული ერთ-ერთი კამპანიის საპასუხოდ, რომელმაც თბილსის მერია მათ მიერ დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაბლოკვაში დაადანაშაულა, თბილისის მერია ამ ინფორმაცია უარყოფს და აცხადებს, რომ კომპანია "ახალ კაპიტალს" მშენებლობაზე არსებული ხარვეზების მიუხედავად, უფლება აქვს, გააგრძელოს და არ შეაფერხოს ისეთი ტიპის შიდა სარემონტო სამუშაოები. „ქართუ ჯგუფის" შვილობილი კომპანია თბილისში ერეკლე მეფის მოედანზე "როსტომ მეფის" სასახლეში ატარებს სარემონტო სამუშაოებს. თბილისის მერიის თანახმად, მუშაობის გაგრძელება არ ეწინააღმდებება ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორებას და მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს ბიზნესობიექტზე სამუშაოების დროულად დასრულებას. კომპანიას უკვე გადაეცა იმ ხარვეზების ნუსხა, რომელიც პარალელურ რეჟიმში უნდა გამოასწორონ.
ყველაზე პოპულარული
1