„პარლამენტი თავისი მშენებლობის გრაფიკს რამდენიმე კვირით უსწრებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში ბოლო ვიზიტისას, რომლის დროსაც მიხეილ სააკაშვილმა ოჯახთან ერთად აღმაშენებლის გამზირზე ახლად მოწყობილი 6 კილომეტრიანი ველოგზა გახსნა. პრეზიდენტმა მედიისთვის მიცემულ კომენტარებში ყურადღება მშენებლობების ხარისხზეც გაამახვილა. ქუთაისის მოსახლეობის ნაწილი შესრულებულ სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს დღემდე აკრიტიკებს. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მრავალსართულიანი ბინების მცხოვრებნი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავენ, რომ კორპუსები ველობილიკის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ნაჩქარევად გადაიღება და მათი შელესვა-შეღებვა მალე კვლავ საჭირო გახდება. ადგილობრივები ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირის იერსახის შეცვლას და მრავალწლოვანი ხეების პალმებით ჩანაცვლებას დღემდე არაერთგვაროვნად აფასებენ.
ქალაქში მიმდინარე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმართ შენიშვნები ადგილობრივ ოპოზიციასაც აქვს. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქრისტიან-დემოკრატი დავით დვალი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან არაგონივრულია ერთი და იმავე სამუშაოსთვის თანხის რამდენჯერმე გამოყოფა, რადგან ქუთაისის ისტორიულ უბანში მდებარე თეთრი ხიდი ამ დრომდე დაკეტილია. პირველად ხიდი სამი წლის წინ, ისტორიული უბნის რეკონსტრუქციის დროს გარემონტდა. მას შემდეგ სარემონტო სამუშაოები თეთრ ხიდს რამდენჯერმე ჩაუტარდა, მიმდინარე წლის მაისში კი ისტორიულ ხიდს საბოლოო სახე უნდა მიეღო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 140 ათასი ლარი გამოიყო. როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, პროექტში ცვლილება საპროექტო ორგანიზაციასთან შეთანხმებით შევიდა და ხიდის საფარისთვის წაბლის ნაცვლად აკაციის დეკის დამუშავება უკვე დაწყებულია. შესაბამისად, თეთრი ხიდი საბოლოო სახეს მალე მიიღებს.
ქუთაისში მიმდინარე მშენებლობებიდან ყველაზე მასშტაბური პარლამენტის შენობაა, რომლის დასრულებაც 2012 წლისთვისაა დაგეგმილი. მთავრობისა და იუსტიციის სახლების მშენებლობა კი უკვე დასრულდა და ამჟამად გარე პერიმეტრის გამწვანება და მოპირკეთება მიმდინარეობს, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქალაქის საკრებულოს წევრმა მერაბ ბარათაშვილმა.
წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი ქუთაისის დრამატული თეატრის რეკონსტრუქციის დასრულებაც. პროექტი, რომლის მიხედვითაც შენობის გადახურვა, ფასადის მოპირკეთება, ინტერიერის, სცენის, გათბობისა და სავენტილაციო სისტემების განახლებაა დაგეგმილი, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქუთაისის მერიისა და ვთბ ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.