19 სექტემბერს ბაკურიანში მონაკოს პრინცმა ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ოლიმპიელის ოჯახი და ის მუზეუმი მოინახულა, რომელიც ნოდარ ქუმარიტაშვილის ხანმოკლე ცხოვრებას ასახავს. ალბერ მეორე პირადად იცნობდა 2010 წლის ქართველ ოლიმპიელს. მან ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპული სპორტსმენის ოჯახს სამეფო საგვარეულო ოქროს მედალი გადასცა. მონაკოს პრინცის აზრით, ციგაობა რისკის შემცველი სპორტია, თუმცა ის სიცოცხლისათვის საშიში არ უნდა იყოს:
,,გასაგებია, რომ სწრაფი სპორტია, თუმცა ის სიცოცხლისათვის საშიში არ უნდა იყოს.“
პრინცმა სამახსოვრო წიგნში ჩანაწერიც დატოვა და მასში ნოდარ ქუმარიტაშვილთან შეხვედრა გაიხსენა. ოლიმპიური კომიტეტის წევრი და ხუთი ოლიმპიადის მონაწილე ბობსლეისტი, ალბერ მეორე, 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიადაზე ნოდარის გულშემატკივარი იყო, – აღნიშნავს ნოდარის მამა დავით ქუმარიტაშვილი:
,,დიდი საჩუქარია ჩვენი ოჯახისათვის. ნოდარი ყველაზე პატარა მონაწილე იყო და პრინცი გულშემატკივრობდა ჩემ შვილს.“
ყველაზე პატარა მონაწილის ტრაგიკულმა სიკვდილმა მსოფლიო შეძრა. პრინცი, ამავე დროს, მონაკოს ბობსლეის ფედერაციის პრეზიდენტია და მისი ვიზიტი ქართული სპორტული სამყაროსთვის დიდი პატივია, – მიაჩნიათ სპორტსმენებს. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ნამგალაურმა განმარტა, რომ ბაკურიანში ვიზიტი მონაკოს პრინცის თხოვნით შედგა:
,,ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა. ჩვენთვის დიდი პატივია და აღსანიშნავია ის, რომ ბაკურიანში ვიზიტი პრინცის თხოვნით შედგა.“
მონაკოს პრინცის ვიზიტი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ნოდარის ახლობლები და ნათესავები მოუთმენლად ელოდებიან იმ დღეს, როცა ბაკურიანში ქართველი ოლიმპიელის სახელობის საციგაო ტრასა გაიხსნება. ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის ბიძაშვილი ვლადიმერ ქუმარიტაშვილი ფიქრობს, რომ საციგაო ტრასის შემთხვევაში საქართველოს საკმაოდ დიდი კონტინგენტი ეყოლება:
,,ტრასა თუ გაკეთდება, საქართველოს მნიშვნელოვანი კონტინგენტი ეყოლება. პროექტი მზად არის, საკმაოდ ძვირად ღირებულია. ფაქტობრივად, ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას ველოდებით.“
ალბერ მეორე ბაკურიანიდან დმანისში გაემგზავრა. შემდეგ კი მონაკოს პრინცი თბილისში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისისა და ოლიმპიური მუზეუმის გახსნასაც დაესწრო. ალბერ მეორე თბილისის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს და სამშობლოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 20 სექტემბერს გაემგზავრება.
პრინცის ვიზიტი საქართველოში მესტიიდან და ბათუმიდან დაიწყო და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერა.

ტრასა თუ გაკეთდება, საქართველოს მნიშვნელოვანი კონტინგენტი ეყოლება. პროექტი მზად არის...