მუსიკა ინფორმაციის საუკუნეში…რა მოსდის თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიას, რას იწვევს ტექნოლოგიის, კერძოდ, ინტერნეტის განვითარება დღეს, როცა არაა აუცილებელი მუსიკალური სტუდიის დაქირავება ან მარკეტინგი და პრომოუშენი იმისათვის, რომ მილიონობით მსმენელი გყავდეთ, როცა მუსიკოსსა და მსმენელს შორის სულ უფრო ნაკლებია ბარიერი?
მუსიკა ინდუსტრიულ საუკუნეში
წარმოიდგინეთ, გინდათ გახდეთ პოპულარული მუსიკოსი და შექმნათ მუსიკა. თქვენი მუსიკის მსმენელამდე მისატანად უნდა იქირავოთ სტუდია, სადაც მუსიკას ჩაწერთ, დაიქირავოთ არანჟირების ხალხი (ანუ ვინც ინსტრუმენტულად გააფორმებს თქვენს შემოქმედებას), შემდეგ უნდა იყიდოთ ან სხვაფრივ მოიპოვოთ დრო სატელევიზიო არხებზე დიდ აუდიენციებზე გასასვლელად, დაიქირავოთ ხალხი, ვინც ვიდეოკლიპს გადაიღებს, დაამონტაჟებს, შემდეგ უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ მოხვდეთ რადიოჩარტებში…მოკლედ, სანამ თქვენს მუსიკას მსმენელამდე მიიტანთ, უნდა გაიაროთ მთელი ინდუსტრია, დახარჯოთ ბევრი ფული. ხშირად საქმეში სხეულიც უნდა ჩართოთ რაღაც ფორმით - გამომწვევი ჩაცმულობა, მაკიაჟი ან კომპიუტერული კორექტირება. ესეც - გზა’წარმატებული’ მომღერლის კარიერისკენ...
…ბეიბი ბეიბი…one more time…
არსებობს მოსაზრება, რომ არა მხოლოდ ინდუსტრია უნდა გაიაროთ, არამედ ხშირად თავად ინდუსტრია გეუბნებათ როგორი მუსიკა უნდა შექმნათ, რომ მსმენელამდე მისვლა შეძლოთ. ანუ მუსიკა ინდუსტრიულ ეპოქაში უმრავლეს შემთხვევაში არა ინდივიდუალური შემოქმედება, არამედ ინდუსტრიული პროდუქტია. სწორედ ინდუსტრია ახარისხებს მუსიკას, აძლევს მას ’ფერს’, ’გემოს’, ფუთავს მას და იგივე ინდუსტრია ამბობს რა სურს ხალხს. უმრავლეს შემთხვევაში, ინდუსტრიული მარკეტინგის გამჭოლი ხაზია: ’მუშაობს ის, რაც იყიდება, მუშაობს ის, რაც ხმაურობს, რაც სექსუალური და მიმზიდველია…’
ამას შეგვიძლია დავარქვათ გემოვნების მასობრივი ’შალაშინიზაცია’, მასგემოვნების ძერწვა, მისთვის ფორმის მიცემა და, შესაბამისად, მისი მართვა: ’აი, ესაა, რაც გინდათ. შეხედე, ყველგან ესაა - ბილბორდებზე, ტელეეთერში, რადიოჩარტებში…. ესე იგი, კარგია… ესე იგი, გინდა…’
მუსიკა ინფორმაციის საუკუნეში
ახლა, მოდით, შევცვალოთ თამაშის წესები. ჩავანაცვლოთ ინდუსტრიული საუკუნე საუკუნით, რომელსაც ’ინფორმაციის საუკუნეს’ ეძახიან. ამ მდგომარეობაში წარმოვიდგინოთ მეორე სცენარი: წარმოვიდგინოთ ისევ, გინდათ გახდეთ პოპულარული მუსიკოსი. გაქვთ ორიგინალური ხმა, თქვენი, საკუთარი ჟღერა და სტილი… და სურვილი იმღეროთ… თუმცა არ გაქვთ არც ფული, არც კავშირები და არც სექსუალური სხეული…ანუ არ გამოიყურებით ისე, როგორც გოგო-ბიჭები ბილბორდებზე ან ტელეეკრანზე…
მაგრამ, ვთქვათ, გაქვთ კომპიუტერი ინტერნეტით, რაიმე მუსიკალური კომპიუტერული პროგრამა და თან გაქვთ, მაგალითად, სახლში ტაშტი, რკინის ან მეტალის სხვადასხვა სამზარეულოს ინსტრუმენტები, ბოთლები…მოკლედ, ყველაფერი, რისგანაც საინტერესო ხმის გამოცემა შეიძლება.
თქვენ ამ გზით თეორიულად შეგიძლიათ მილიონებზე გახვიდეთ. წესებს აქ არა მასმუსიკის ინდუსტრია, არამედ მუსიკის შემოქმედი და მსმენელი ადგენს… დიახ, ხაზის მეორე მხარეს მსმენელია, იმავე კომპიუტერით და ნეტით. ამ შემთხვევაში მუსიკა სახლიდან გაუსვლელად იქმნება. თქვენ ქმნით მუსიკას, მის დამუშავებას საკუთარ კომპიუტერში ახდენთ და მას ინტერნეტში განათავსებთ…
„პომპლამუზი“
სწორედ მსგავს სტრატეგიას მიმართავს ჯგუფი ”პომპლამუზი” - კალიფორნიული წყვილი, რომელიც მუსიკის შექმნას სახლში, საკუთარ ოთახში იწყებს, რამდენიმე ხელნაკეთი თუ სტანდარტული ინსტრუმენტით,
ლეპტოპით და კომპიუტერული პროგრამითა და ორიგინალური ხმით…
მუსიკის შესაქმნელად იყენებენ ყველაფერს, რისგანაც ორიგინალური ჟღერადობის მიღება შეიძლება: მუხლზე ხელის დაწკაპუნება, ძველი პოლაროიდის ფოტოაპარატის დაკეცვის ხმა… წყვილი ხმებს ცალ-ცალკე წერს, მერე კომპიუტერულ პროგრამაში აკავშირებს, ზედ ხმას ადებს და ინტერნეტში განათავსებს. თან „პომპლამუზი“ მთელ ამ პროცესს ხელის ვიდეოკამერით იღებს…
იმას, რასაც წყვილი ქმნის როგორც გატაცებას, როგორც ჰობის, მალე ინტერნეტში მილიონობით მნახველი უჩნდება… უყურებენ და უსმენენ არა მარტო მათ შექმნილ ვიდეოკლიპებს, არამედ ვიდეოჩანაწერებს მათი ყოველდღიური ცხოვრებიდან. წყვილი მოწოდებების გავრცელებას იწყებს, იწყებს მაისურების გაყიდვას ’პომპლამუზის’ ლოგოთი… ინტერნეტითვე ყიდის წყვილი მუსიკას, მაღალი ხარისხის ჩანაწერებს. ვიკიპედიას მიხედვით, „პომპლამუზმა“ ასეთნაირად ასიათასზე მეტი სიმღერა გაყიდა.
„პომპლამუზის“ მთავარი გამჭოლი ხაზია: ”რაც გესმის, იმას ხედავ…” ანუ, მაგალითად, youtube-ზე მათი ვიდეოების ნახვისას როცა გესმის რკინის ნივთზე ხის ჯოხის დარტყმის ხმა, შენ პარალელურად ხედავ რკინის ნივთზე ხის ჯოხის დარტყმას… წყვილს საჯაროდ განცხადებული აქვს რამდენიმე წესი - რომ ისინი არ აყალბებენ მუსიკას და ყველა გამოყენებულ ეფექტს მაყურებელს აჩვენებენ…
თავდაპირველად წყვილი ცნობილი სიმღერების საკუთარი არანჟირებით იწყებს, შემდეგ უკვე ქმნის საკუთარ მუსიკას. გარდა პირდაპირი გაყიდვისა, ჯგუფი ასევე მიმართავს შემოწირულობების სტრატეგიას, ანუ „პომპლამუზი“ ინტერნეტში მოწოდებებს ათავსებს: ”დაგვეხმარეთ, რომ გავაგრძელოთ მუსიკის შექმნა” - დაახლოებით ასეთია მათი ნეტფილოსოფია, ანუ, ძველი, ტრადიციული გაგებით, ’მარკეტინგული სტრატეგია’ და ეს სტრატეგია მუშაობს…
„პომპლამუზი“ და ინდუსტრია
სწრაფი პოპულარობის მოსვლასთან ერთად „პომპლამუზით“ სწრაფადვე ინტერესდებიან დიდი კორპორაციები. პირველი მათთან youtube ჩნდება.
”მისტერ „იუტუბი“ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რასაც აკეთებთ, მაგრად გამოგდითო.”
კომპანია წყვილს ეუბნება, რომ სხვა ყველა საქმეს თავი დაანებონ და მხოლოდ მუსიკის შექმნა განაგრძონ და ეს მათ ფინანსურად უზრუნველყოფს. „იუტუბი“, ბუნებრივია, ტრაფიკს (მნახველების რაოდენობას) გენერირებს, თავის მხრივ კი, ის google-ის მფლობელობაშია… მოგვიანებით წყვილით ტრადიციული მასმედიაც ინტერესდება, მასმედიას მოჰყვებიან მსხვილი კომპანიები. „პომპლამუზი“ იწყებს რეკლამის გაყიდვას, მაგალითად, წერს საახალწლო სიმღერას ავტომობილ ჰიუნდაის ფონზე…
მალე „პომპლამუზს“ საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია უჩნდება, მათ იწვევენ კონცერტების გასამართად დიდ სცენებზე…თუმცა წყვილი მალევე იშლება…
მიზეზი ჯგუფის დაშლისა უცნობია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თავისუფალი თვითშემოქმედება ზედმეტად ”დიდი” კორპორაციული დატვირთვის ქვეშ აღმოჩნდა და შემოქმედებითი მუხტი დაკარგა, თუმცა მიზეზი შესაძლოა იყოს წყვილის გართულებული ურთიერთობა…
თეორია "პომპლამუზის" უკან
ტექნოლოგიის თეორეტიკოსები სამეცნიერო დონეზე აღნიშნავენ, რომ ის, რამაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯგუფი „პომპლამუზი“ პოპულარობის პიკში სწრაფად აიყვანა, თანამედროვე მსოფლიო ტენდენციაა, გამოწვეული ტექნოლოგიის გაიაფებით. ტექნოლოგია ინფორმაციის საუკუნეში მარტივად იაფდება და, შესაბამისად, მასობრივად ხელმისაწვდომი ხდება. მეორე, განვითარებული ტექნოლოგია - ამ შემთხვევაში, ინტერნეტი - ხდება მედიუმი, ანუ შუამავალი, რომელიც სხვა, აქამდე არსებულ შუამავლებს თამაშგარე მდგომარეობაში აგდებს, ანუ ხმის ჩამწერ სტუდიებს, მარკეტინგულ კომპანიებს, მასმედიას, ანუ მთელ მანქანა-ინდუსტრიას, რომელიც მანამდე მუსიკალურ პროდუქტს გასაყიდად ამზადებდა და ფუთავდა… თამაშგარეშე, უბრალოდ, იმიტომ რომ, ის მომსახურება, რომელსაც ინდუსტრია სთავაზობდა მუსიკოსს წარსულში, დღეს ხშირად ტექნოლოგიურად უფასოა ან გაცილებით იაფი ჯდება. თეორეტიკოსები ვარაუდობენ, რომ ხარისხი ამ შემთხვევაში, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო უმჯობესდება და ხშირად არ ჩამოუვარდება ძვირად ღირებულ ხმის ჩამწერ მიდგომებს…თუმცა შეკითხვა, რომელიც ხშირად ისმება, არის: რამდენად ხანგრძლივი იქნება ეს ტენდენცია?..
ცოტაოდენი ინტერნეტზე
ინტერნეტი თავისუფალი, უნივერსალური და ჯერჯერობით უფასოა. თუმცა ის, რაც ხშირად თავისთავადი გვგონია, რეალურად არის ბრძოლის ველი. ინტერნეტი სივრცეა, რომლის დასაცავად წარსულშიც და დღესაც ბევრი ინდივიდი თუ ორგანიზებული თვითშემოქმედი იბრძვის. ამ ბრძოლის მიუხედავად, ინტერნეტსივრცის დიდ ნაწილს, რომელიც გუშინ ხალასი, თავისუფალი, ქაოტური, ყველას ჩართულობით შექმნილი იყო, დღეს სულ რამდენიმე კომპანია აკონტროლებს…
ამ თემაზე რამდენიმე ათეული წიგნია შექმნილი. გამოვყოფ წარსულში ნეტ აქტივისტის, ბეკი ჰოგის ახლახან ამ თემაზე ნეტში გამოქვეყნებულ წიგნს: ”შიშველი ფეხებით კიბერსივრცეში”. ჰოგი პასუხებს არ იძლევა, თუმცა პარალელებს ავლებს ინტერნეტის თავისუფლებისთვის ბრძოლასა და ამერიკაში სამოციან წლებში ჰიპების მოძრაობასთან, თავისუფლებისთვის ბრძოლასთან, რომელიც, ჰოგის თქმით, ჰიპებმა წააგეს, ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზთა გამო…
"სიყვარული, რომელმაც წააგო ომი რეალპოლიტიკასთან… ქაოტური ახალგაზრდული უწესრიგობა, რომელმაც გზა დაუთმო სტრუქტურულ, ძალაზე დაფუძნებულ სახელმწიფოებრივ წესრიგს…რა იქნება ინტერნეტის შემთხვევაში?" -დაახლოებით ასეთია ჰოგის წიგნის მოკლე სინოპსისი.
რა იქნება ინტერნეტის შემთხვევაში? ამ კითხვაზე ჯერჯერობით მზა პასუხი არ არსებობს. ერთ მხარეს არის თეორიული ვარაუდი, რომ სხვადასხვა ფორმით თავისუფალი ინტერნეტი მომავალში შესაძლოა კორპორაციულად და სტრუქტურულად მართული ინდუსტრია გახდეს, ანუ არსებობს ვარაუდი, რომ ინტერნეტსივრცე ისევე შეიძლება გახდეს კორპორაციულად კონტროლირებადი, როგორც იყო მასინდუსტრია მეოცე საუკუნეში, ანუ შინაარსი იგივე დარჩება, უბრალოდ, შეიცვლება ფორმა. მეორე მხარის არგუმენტი ამბობს, რომ ეს გარდამტეხი ხანაა და ინფორმაციის - ამ შემთხვევაში, მუსიკის - თავისუფლად გავრცელებას ვერაფერი შეაჩერებს.