ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში, სადაც ივლისის ბოლოს დაიწყო ყოველწლიური ფესტივალი - ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კლასიკური მუსიკის შემსრულებელთა თუ მოყვარულთა კალენდარში - ოთხშაბათს გაიმართა ჯუზეპე ვერდის ოპერა „მაკბეტის“ წარმოდგენა. დირიჟორის პულტთან იდგა რიკარდო მუტი - გამოჩენილი იტალიელი მუსიკოსი. და რაკი მუტის ამ რამდენიმე დღის წინ 70 წელი შეუსრულდა, ყოველკვირეული პროგრამა „მუსიკა მუსიკა“ დღეს სწორედ მას ეძღვნება.
ჯერ თვითონ მუტის მოვუსმინოთ. რას ფიქრობს ის დირიჟორის როლზე, ან, უკეთ, რას ფიქრობდა ამ თხუთმეტიოდე წლის წინ, დვორჟაკის მეხუთე სიმფონიის რეპეტიციის დროს, როცა ორკესტრის წევრებს უხსნიდა, როგორ უნდა დაეკრათ ერთ-ერთი ფრაზა:
„თქვენ უნდა მოძებნოთ - თქვენ, როგორც მუსიკოსებმა, თქვენში უნდა მოძებნოთ ეს ფერი! მე ვერაფერს ვიზამ. შემიძლია ვცადო, ლამაზი გამომეტყველების მიღება; ვიცი, შეუძლებელია, არ გამომივა... (იცინის) რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლებად მჯერა, რომ დირიჟორებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. ეს ჯიში უნდა გაქრეს! საბედნიეროდ, 50-ს გადავაბიჯე და რამდენიმე წელიწადში პენსიაზე გავალ. რაც დრო გადის, რაც უფრო მეტად ვცდილობ მუსიკის ჩაწვდომას, სულ უფრო ნაკლებად მესმის ეს: რა საჭიროა დირიჟორობა? სერიოზულად ვამბობ! ... მე არაფერს ვაკეთებ, თქვენ აკეთებთ, მთელი მონდომებით უკრავთ საყვირზე, ვიოლინოზე... მე ახლა შევეცდები, არაფერი გავაკეთო, თქვენი კი გადადით დო-მაჟორიდან ლა-ბემოლ-მაჟორზე.“
ორკესტრის მუსიკოსებისთვის რიკარდო მუტის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები, საბედნიეროდ, ხუმრობად დარჩა. იტალიელი დირიჟორი დღემდე ბევრს და, როგორც ჩანს, სიამოვნებით მუშაობს. სხვაგვარად, ალბათ, არ დათანხმდებოდა 2009 წლიდან შორეული ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს. ამ დღეებში კი ის ავსტრიაში იმყოფება, სადაც მშვენიერი საჩუქრები მიიღო 28 ივლისს, 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით. მუტის მიანიჭეს ვენის ფილარმონიის ორკესტრის საპატიო წევრის წოდება და გადასცეს წიგნი, რომელიც მას ეძღვნება.
რიკარდო მუტი სამხრეთიტალიელია (კერძოდ, ნეაპოლელი), რასაც ხშირად აღნიშნავს, და რასაც ის, როგორც იტალიელებისაგან მოისმენთ, ამჟღავნებს თავისი აქცენტითაც. მუტი 10 წელი ედგა სათავეში მსოფლიოში, ალბათ, ყველაზე ცნობილ საოპერო თეატრს, მილანის "ლა სკალას" მისი სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში. მაგრამ იმის გამო, რომ ახლა ზალცბურგში იმყოფება, ბოლოს ყურადღებას შევაჩერებთ მისი ხანგრძლივი და წარმატებული კარიერის სწორედ ზალცბურგთან დაკავშირებულ ეტაპებზე.
მოცარტის მშობლიურ ქალაქში რიკარდო მუტის დებიუტი 1971 წელს შედგა დონიცეტის "დონ პასკუალეთი". ეს იყო მისი დებიუტი ვენის ფილარმონიის ორკესტრთან თანამშრომლობის თვალსაზრისითაც. 1981 წელს კი მუტი ზალცბურგში მიიწვიეს უკვე არა იტალიური რეპერტუარით, არამედ მოცარტის დირიჟორადაც.
ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, რიკარდო მუტი ზალცბურგის ფესტივალის ყველაზე ერთგულ და, მუსიკალური თვალსაზრისით, საუკეთესო მონაწილეებს მიეკუთვნება, რაც ბუნებრივია, დიდწილად განსაზღვრავს ამ ფესტივალის უაღრესად მაღალ ხარისხს. წელს რიკარდო მუტი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. 70 წლის იუბილეც რომ არ იყოს, ის წელს ყველაზე აქტიური დირიჟორია ზალცბურგის ფესტივალზე: „მაკბეტის“ გარდა, მუტი ვერდის „რეკვიემს“ შეასრულებს ვენის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად და, აგვისტოს მიწურულს, ზალცბურგშივე უდირიჟორებს ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრს - პირველად მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ შეუდგა მუშაობას ამ ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე.