ევროკავშირი მარტოდ მოქმედი ტერორისტების წინააღმდეგ ზომების შემუშავებას ცდილობს
22 ივლისს ნორვეგიაში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, როცა ერთმა ადამიანმა, ანდერს ბერინგ ბრეივიკმა, 77 ადამიანი დახოცა, ევროკავშირის მესვეურები მსგავსი თავდასხმების აღკვეთის გზებზე მსჯელობენ. თუმცა, ექსპერტების თქმით, ამ ტიპის თავდასხმებისგან ევროკავშირის არც ერთი წევრი ქვეყანა არ არის დაზღვეული, რადგან ბრეივიკის მსგავსი, მარტო მოქმედი ტერორისტები ყველანაირად ცდილობენ არ გამოაშკარავდნენ.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში დამოუკიდებელი კომისია გამოიძიებს თავდასხმების „ყველა ასპექტს“. ქვეყნის მთავრობა გადახედავს უსაფრთხოების სტრატეგიას. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბრეივიკის მსხვერპლ 77 ადამიანს შორის საქართველოს მოქალაქე, 23 წლის თამთა ლიპარტელიანიც არის.
„მართალია, არავინ ელოდა იმას, რაც მოხდაო“, - უთხრა ჟურნალისტებს კონტრტერორიზმის საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორის მრჩეველმა, ტიმოტი ჯონსმა, 28 ივლისს, ევროკავშირის ანტიტერორიზმის ექსპერტების შეხვედრის შემდეგ. ექსპერტმა დადებითად შეაფასა ის მშვიდი და მოზომილი დამოკიდებულება, რომლითაც, მისი თქმით, ნორვეგიის ლიდერები ამ ტრაგედიასთან გამკლავებას ცდილობენ. ამასთან, მისი აზრით, ასეთი თავდასხმა ევროკავშირის ნებისმიერ წევრ ქვეყანაში შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან თავდამსხმელმა ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღო საიმისოდ, რომ ის პოლიციას და უშიშროების სამსახურებს არ შეემჩნიათ.
ბრეივიკი, რომელმაც აღიარა 77 ადამიანის დახოცვა ოსლოში მანქანის აფეთქების მოწყობით, შემდეგ კი დედაქალაქის ახლოს მდებარე კუნძულ უტოიაზე ხალხისთვის ცეცხლის გახსნით, სოფლის მეურნეობის ფერმას ამუშავებდა და ბომბის შესაქმნელად სწორედ ასეთი საფარით მუშაობდა. ის ასევე კანონიერად ფლობდა ორ იარაღს, რომელიც თავდასხმისას გამოიყენა.
ევროკავშირის ექსპერტები ახლა განიხილავენ გზებს იმ ქიმიური მასალების შეძენის შეზღუდვისთვის, რომელთა გამოყენებაც შეიძლება ბომბების შესაქმნელად. ჯონსის თქმით, შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს იარაღის გაყიდვის წესებიც. ამასთან, ექსპერტის ვარაუდით, გაძლიერდება დაკვირვების მექანიზმები - მეტი ყურადღება დაეთმობა ჯგუფების მიერ ინტერნეტში გამოთქმულ მოსაზრებებს, ადამიანების საეჭვო გადაადგილებებს და ასევე საეჭვო ფინანსურ გზავნილებს.
განსახილველ საკითხებს შორის არის ასევე ის ფსიქოლოგიური მექანიზმები, რომელიც რადიკალური შეხედულებების მქონე პირს ძალადობისკენ უბიძგებს. „ამის შესახებ დიდძალი აკადემიური ლიტერატურა არსებობს, თუმცა ჩვენ უფრო პრაქტიკულ მოსაზრებებს ვეძებთ, რომლითაც, მაგალითად, სოციალური მუშაკები ან პოლიციელები იხელმძღვანელებენო“, - თქვა ტიმოტი ჯონსმა.
თუმცა კონტრტერორიზმის ამ ექსპერტმა იქვე აღნიშნა, რომ მხოლოდ ეს მიდგომა ვერ იქნება საკმარისად ეფექტიანი, ვინაიდან ბრეივიკის მსგავს ინდივიდს - 32 წლის უმაღლესი განათლების მქონე ნორვეგიის ადგილობრივ მკვიდრს - სოციალური დახმარების სამსახურებთან, სავარაუდოდ, შეხება არ ექნება.
ტიმოტი ჯონსმა უარყო ბრალდება, რომ ევროკავშირი ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობს ისლამისტ ტერორისტებს და უგულებელყოფს მზარდ მემარჯვენე რადიკალიზმს. ამ კრიტიკის ავტორთა აზრით, ბრეივიკის მიერ მოწყობილი თავდასხმების მნიშვნელოვანი ფონია ევროპის ბევრ ქვეყანაში რადიკალი მემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსების გაძლიერება, თავიანთი ანტიიმიგრაციული რიტორიკით.
„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანებს საკუთრივ იდეოლოგია არ უბიძგებს ტერორიზმისკენ. რადიკალური იდეების ბევრი გამზიარებელი ძალადობას არ მიმართავს. აქ სხვა ფაქტორები მუშაობს - საქმე გაუცხოებულ ინდივიდებთან გვაქვს, რომლებიც ცდილობენ გამოხატონ როგორ ხედავენ სამყაროს. ზოგიერთ შემთხვევაში საამისოდ „ალ-ყაიდის“ იდეოლოგიას ირჩევენ, სხვა შემთხვევებში შესაძლოა სხვა იდეოლოგიები აირჩიონო“, - უთხრა ჟურნალისტებს კონტრტერორიზმის ექსპერტმა ტიმოტი ჯონსმა.
ევროკომისია ფინანსური პრობლემების მქონე წევრ ქვეყნებს ახალი ინიციატივით ეხმარება
ევროპის კომისია ორშაბათს გამოვიდა ინიციატივით, რომელმაც ეკონომიკური პრობლემების მქონე ექვს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას და დასაქმებას უნდა შეუწყოს ხელი. ამ ინიციატივის თანახმად, საბერძნეთს, პორტუგალიას, ირლანდიას, რუმინეთს, უნგრეთს და ლატვიას შეუმცირებენ ფინანსურ წილს, რომელიც მათ სოფლის მეურნეობაში, რეგიონალურ და ინფრასტრუქტურულ სფეროებში ბრიუსელთან ერთად წარმოებულ პროექტებში შეაქვთ.
ინიციატივა, რომელსაც ევროპარლამენტის და ცალკეული წევრი ქვეყნების თანხმობა სჭირდება, ამ წილს ამჟამინდელი 15 პროცენტიდან 5-მდე ამცირებს.
ეს ინიციატივა ევროკავშირის ზოგადი ხარჯების ზრდას არ მოიტანს და, რეგიონალური პოლიტიკის კომისრის იოჰანეს ჰანის თქმით, ის მხოლოდ „გამონაკლისი, დროებითი ზომა“ იქნება.
იმის გამო, რომ ინიციატივა დამატებით ხარჯებს არ ითვალისწინებს, დახმარების მიმღებმა ქვეყნებმა თავად უნდა მოახდინონ დასაფინანსებელი პროექტების პრიორიტეტიზაცია. ეს პროექტები ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების ზრდისკენ უნდა იყოს მიმართული - იქნება ეს მუშახელის გადამზადება თუ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება.
ჰანის თქმით, ინიციატივის მთავარი მიზანია პროექტები მომავალი წლის დასაწყისში დაიწყოს და ამ ქვეყნებს სამოქმედოდ მეტი სივრცე მიეცეს.
ევროკომისიის ვარაუდით, საერთო პროექტებში შესატანი წვლილის შემცირებამ შეიძლება, საერთო ჯამში, ექვსივე ქვეყნისთვის 2.8 მილიარდი ევრო გამოათავისუფლოს.
საბერძნეთი, ირლანდია და პორტუგალია ევროს მოქმედების ზონაში შედიან. ეკონომიკის პრობლემებთან საბრძოლველად მათ ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოუყვეს თანხები. რუმინეთი, უნგრეთი და ლატვია არ შედიან ერთიანი ვალუტის ზონაში, თუმცა ანალოგიური დახმარებები მათაც მიიღეს.
ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული დახმარების სანაცვლოდ, ამ ექვსივე ქვეყანას საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა და ხელმომჭირნეობის პოლიტიკის გატარება მოეთხოვება. რეგიონალური პოლიტიკის კომისრის თქმით, ევროკავშირს არ შეუძლია ამ ქვეყნებს ერთდროულად ბიუჯეტის ხარჯების შეკვეცაც მოსთხოვოს და თანადაფინანსებაც შეუმციროს. თუმცა ჰანმა იქვე დასძინა, რომ ამ პროექტების მაღალი ხარისხი და ევროკავშირის თანხების სწორი მენეჯმენტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს.
ევროკომისიის წინადადებას მიესალმა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, ფილიპ რიოსლერი. ევროკავშირის ბიუჯეტსა და ქვეყნებისთვის გამოყოფილ დახმარებებში ყველაზე დიდი წილი გერმანიას შეაქვს.