28 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ მარინა ასათიანი, ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” კოორდინატორი და ზურაბ დანელია, ექიმი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანადგომის” აღმასრულებელი დირექტორი. დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით ”ჰეპატიტის მსოფლიო დღე” აღინიშნება. რადიო თავისუფლების სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში ”ცე” ჰეპატიტის გავრცელების პრობლემაზე. არსებული არასრულყოფილი მონაცემებით საქართველოში ვირუსით 200 ათასი ადამიანია ინფიცირებული. პრობლემას ამწვავებს დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სიძვირე და ისიც, რომ სიმპტომების გამოვლინება დაავადების მძიმე სტადიაში ხდება.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1