რა უშლის და რა უწყობს ხელს ევროკავშირთან რუსეთის დაახლოებას? რა გავლენის მოხდენა შეუძლია ევროკავშირს რუსეთის დემოკრატიზაციაზე, ან როგორია ბრიუსელის დამოკიდებულება საქართველოს საკითხში რუსეთის პოლიტიკისადმი? ამ და სხვა შეკითხვებით მიმართა ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის კორესპონდენტმა, დანილა გალპეროვიჩმა რუსეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ესპანელ დიპლომატ ფერნანდო ვალენსუელას.
ყველა მოსაზრება, რომელსაც ფერნანდო ვალენსუელა გამოთქვამს, გამოცდილი დიპლომატის ენით, ფრთხილად და მოზომილად არის ფორმულირებული. არადა, ჩვენი კორესპონდენტი მას მწვავე შეკითხვებს უსვამს.
ავიღოთ თუნდაც ჩრდილოეთ კავკასიის თემა. რუსეთის ამ რეგიონიდან თითქმის ყოველ დღე ვრცელდება ცნობები ძალადობის შესახებ და ჩვენი კორესპონდენტი შემდეგ შეკითხვას სვამს: რუსეთი და ევროკავშირი ხშირად განიხილავენ ვითარებას ზოგადად კავკასიაში და განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში. ტარდება თუ არა ამჟამად კოსნულტაციები ამ საკითხებზეო?
რუსეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ფერნანდო ვალენსუელას პასუხი: „ცხადია, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია ევროპის კავშირისათვის. ნებისმიერი ვითარება, რომელსაც შედეგად მოჰყვება ძალადობა და ტერორიზმიც კი, და ასე შემდეგ, არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც უყურადღებოდ ვერ დატოვებ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს პრობლემა უცნობი არ არის ევროკავშირისათვის. საუბედუროდ, ჩვენც გვაქვს ტერორიზმის გარკვეული პრობლემები, ასე რომ, ჩემი აზრით, ჩვენ ეს კარგად გვესმის. და ზოგჯერ განვიხილავთ ხოლმე ამ საკითხს. რასაკვირველია, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, როცა ასეთ ვითარებაში აღმოჩნდები, უკიდურესი სიმტკიცე გამოიჩინო ტერორიზმთან ბრძოლაში. ამავე დროს, კარგად უნდა იცოდე, ამას როგორ აკეთებ - ვგულისხმობ კანონის პატივისცემას, ადამიანის უფლებების პატივისცემას,“ - განმარტავს ვალენსუელა.
დაახლოებით ასეთია რუსეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პასუხი დანარჩენ შეკითხვებზეც. პასუხი იწყება ხოლმე საკითხის დიდი მნიშვნელობის ხაზგასმით, მოიცავს უდავო ჭეშმარიტებას - მაგალითად, კანონის პატივისცემის, ან დიპლომატიური ძალისხმევის აუცილებლობაზე მითითებას. მაგრამ არ ჟღერს შეფასება, რომელსაც მოსკოვის პოზიციის კრიტიკა შეიძლება ეწოდოს. ასეა საქართველოს საკითხშიც.
ჩვენი კორესპონდენტის თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა მოსკოვის და ევროკავშირის განსხვავებულ შეფასებებზე იმასთან დაკავშირებით, შეასრულა თუ არა რუსეთმა მედვედევ-სარკოზის შეთანხმება, რომელმაც ბოლო მოუღო საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომს, ფერნანდო ვალენსუელა ასე უპასუხებს: „ ჩვენი აზრით, არსებობს ამ შეთანხმების გარკვეული ასპექტები - გარკვეული ასპექტები და რასაკვირველია, არა ყველა ასპექტი, რომელიც ბოლომდე არ შესრულებულა. ამავე დროს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ ვაწარმოებთ ჟენევის მოლაპარაკებებს. ჩემი აზრით, ეს არის გზა, რომელიც უნდა გავაგრძელოთ ამ საკითხზე მუშაობისას და იმედი ვიქონიოთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იქნება. ეს ძალიან ნელი პროცესია, მაგრამ ის მიმდინარეობს. ცხადია, ამ საკითხში სრულიად განსხვავებული პოზიციები გვაქვს დასაწყისიდანვე, რადგან ჩვენ არ გვიღიარებია ამ ორი ერთეულის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ჩვენ სრულად ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც რუსეთის პოზიციის საპირისპირო დამოკიდებულებაა. ამიტომ უნდა ვაღიაროთ, რომ განსხვავებული პოზიციები გვაქვს და ვცადოთ - აქ დიპლომატია გამოგვადგება - თანამშრომლობა ამ სირთულის მიუხედავად და ვცადოთ ამ სირთულის მოგვარებაც“.
ფერნანდო ვალენსუელას პასუხები, როგორც დარწმუნდით, დიპლომატიურობასთან ერთად, ვრცელიც არის. ამიტომ მხოლოდ მოკლედ შევჩერდებით ინტერვიუს კიდევ ერთ საყურადღებო თემაზე. ეს არის რუსეთში სასამართლო სისტემის სკანდალური საქმეები: ციხეში ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალება და ნავთობკომპანია „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მიხაილ ხოდორკოვსკისა და მისი ბიზნესპარტნიორის, პლატონ ლებედევის მეორე სასამართლო პროცესი.
ესპანელ დიპლომატთან საუბარში ჩვენი კორესპონდენტი იხსენებს ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის ამასწინანდელ გამოსვლას, რომელშიც მაგნიტსკი, ხოდორკოვსკი და ლებედევიც იყვნენ ნახსენები. მაგრამ ბევრი მიმომხილველი ფიქრობს, რომ რუსეთი ანგარიშს არ უწევს ასეთ კრიტიკულ შეფასებებს: ასეა, თუ არა ფერნანდო ვალენსუელას შეფასებით? იმედია არაო, ორჯერ ამბობს ვალენსუელა და განაგრძობს: „მართალია, რომ გარკვეულ საკითხებს, რასაკვირველია, დრო სჭირდება და ზოგი საკითხის განვითარებას დიდად ვერ დააჩქარებ. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობა. და ეს არის პარტნიორობა, რომელიც საერთო პრინციპებსა და ფასეულობებს უნდა ეფუძნებოდეს. ამდენად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ ასევე მნიშვნელოვანია რუსეთის ხელისუფლებისათვის იმაში დარწმუნება, რომ ეს პრინციპები და ფასეულობები სრულად განვითარდეს და სრულად ამოქმედდეს“.
ევროკავშირის წარმომადგენელი დიპლომატის პასუხები აჩვენებს, რომ ბრიუსელს ხანგრძლივ პროცესად ესახება რუსეთში დემოკრატიული პრინციპებისა და ფასეულობების განვითარება-ამოქმედება. მაგრამ რამდენად დააჩქარებს ამ პროცესს ხაზგასმული სიფრთხილე, რომელიც რუსეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის საუბარში ჩანს, ამაზე შესაძლოა, სხვადასხვა მოსაზრება არსებობდეს, ევროკავშირისთვის რუსეთთან ურთიერთობის ზემოხსენებული „უკიდურესი მნიშვნელობის“ მიუხედავად.