ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა აუდიო და სანოტო კრებულის ”ოსური ხალხური სიმღერების” პრეზენტაციას უმასპინძლა. კრებულში შესულია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცული ოსური ხალხური სიმღერების სანოტო ხელნაწერების 61 ნიმუში. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, კრებულის გამოცემის მთავარი ღირებულება ის არის, რომ მასში თავმოყრილია თითქმის ერთი საუკუნის წინ ფიქსირებული ოსური სიმღერების იშვიათი ვარიანტები, რომელთა უმრავლესობა დღეს აღარც ყოფასა და აღარც სცენაზე არ გვხვდება.
კრებულში თავმოყრილი სიმღერების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით საკულტო-სარიტუალო და საფერხულო სიმღერები, დღეს თითქმის აღარ სრულდება აღარც სცენაზე და აღარც სცენის მიღმა, ყოფით ცხოვრებაში. ჩრდილში მოქცეული ოსური ხალხური სიმღერების შეგროვებაზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში ზრუნავდნენ ისეთი გამოჩენილი კომპოზიტორები და მუსიკათმოცდნეები, როგორებიც იყვნენ დიმიტრი არაყიშვილი, ავქსენტი მეგრელიძე, გრიგოლ კოკელაძე, ვლადიმერ კურტიდი, დავით თორაძე, ბორის გალაევი. სწორედ მათ მიერ შეგროვილი ოსური სიმღერების სანოტო ხელნაწერები გახდა კრებულის მთავარი შემადგენელი ნაწილიო, ამბობს კრებულის მუსიკალური რედაქტორი ნანა ვალიშვილი და კრებულის შედგენის პროცესზე გვიყვება: ”ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს აქვს ძალიან მდიდარი არქივი, რომელშიც ინახება დიდი ხნის წინ შეგროვილი ხელნაწერები, როგორც საგალობლებისა, ასევე ხალხური სიმღერების. ამ ხელნაწერთა შორის აღმოჩნდა ძალიან საინტერესო ნიმუშები ოსური ხალხური სიმღერებისა. ეს ნიმუშები ჩაწერილია საქართველოში მცხოვრები ოსებისაგან. ყველაზე ძველია როკის რაიონში დიმიტრი არაყიშვილის მიერ თითქმის ერთი საუკუნის წინ ჩაწერილი უძველესი სარიტუალო სიმღერები, რომლებსაც უკვე დიდი ხანია აღარავინ ასრულებს, რადგან, როგორც წესი, უფრო მრავალხმიან, ლამაზ მელოდიებს ასრულებენ ხოლმე და ის სიმღერები, რომლებიც ძველი და სარიტუალო იყო, თვითონ საშემსრულებლო მანერის მხრივაც, ძალიან ძნელი შესასრულებელია და ამიტომ ჩრდილშია მოქცეული”, - ამბობს ნანა ვალიშვილი.
კრებულში შესული 61 სიმღერიდან ათი სიმღერა ნოტების მიხედვით ააჟღერა და ჩაწერა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ”ნართები”. კომპაქტდისკში, რომელიც თან ახლავს ოსური ხალხური სიმღერების კრებულს, ანსამბლ ”ნართების” მიერ შესრულებული ათი სიმღერის გარდა, თავმოყრილია ოსური სიმღერების ტექსტების აუდიოვერსიები. მათ ენათმეცნიერი რაზიათ ქუმარიტოვა კითხულობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი ამბობს, რომ რაზიათის მიერ წაკითხული ტექსტები დაინტერესებულ ადამიანებს ოსური სიტყვების სწორად წარმოთქმაში დაეხმარება. მისივე თქმით, ეს წიგნი მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება არა მხოლოდ მუსიკათმცოდნეებისათვის, არამედ მკვლევართა ფართო წრისათვის: ”ეს წიგნი საინტერესო იქნება ფილოლოგებისათვის, ფოლკლორისტებისათვის, ეთნოლოგებისათვის, ეთნომუსიკოლოგებისათვის და ზოგადად პოეზიის, მუსიკისა და ფოლკლორის მოყვარულთათვის. სარედაქციო ჯგუფი შედგებოდა ქართველი და ოსი სპეციალისტებისაგან და ჩვენ ერთმანეთის მხარდამხარ ვუმკლავდებოდით იმ დაბრკოლებებს, რასაც ქმნიდნენ ენები, მუსიკალური ფორმები... ჩვენ მოგვიწია ოსურიდან ქართულად და პირიქით მასალების თარგმნა და ტრანსკრიფცია და მისი რედაქციული ხასიათის გარკვეული შენიშნვნების, აკადემიური განმარტებების მიცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ამ ტექსტების გამოცემა ეს არის ერთი საქმე, მაგრამ მისი მეცნიერული აპარატი ეს არის ცალკე დამოუკიდებელი სამუშაო”, - მიაჩნია ნინო პოპიაშვილს.
აფხაზური სიმღერისაგან განსხვავებით, ოსური სიმღერა ნაკლებად ცნობილი და ნაკლებად პოპულარულია საქართველოში, ამბობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი. გამოცემა ხელს შეუწყობს ოსური სიმღერების უძველესი ვარიანტების აღდგენა-გამომზეურებას და ოსური ხალხური მუსიკის ტრადიციული ნიმუშების ფოლკლორული ანსამბლების რეპერტუარში დამკვიდრებას. სწორედ ამიტომ, როგორც გიორგი ამბობს, ოსური ხალხური სიმღერის კრებულიცა და კომპაქტდისკიც საქართველოში მოქმედ ყველა ფოლკლორულ ანსამბლს უნდა დაეგზავნოს, რათა მათ საკუთარ რეპერტუარში აქტიურად შეიტანონ ოსური ხალხური სიმღერა: ”თუ გადავხედავთ ქართულ ფოლკლორულ ანსამბლებს, თითქმის ყველას აქვს აფხაზური სიმღერა, მაგრამ ძალიან იშვიათად თუ შევხვდებით ოსურ სიმღერას. ძალიან მნიშვნელოვანი კრებულია, რადგან ქართველებისა და ოსების ერთობლივად შექმნილი და ჩაწერილი სიმღერებია და ვიმედოვნებ, რომ ქართული ანსამბლების რეპერტუარში ამ კრებულის შემდეგ გამოჩნდება ოსური ხალხური სიმღერებიც. სამხმოვანების პრინციპი, ბუნებრივია, დაცულია ისევე, როგორც ქართულ მუსიკაში, და უმთავრესი კიდევ ის გახლავთ, რომ ძალიან ბევრმა ისიც კი არ იცის, როგორ ჟღერს ოსური სიმღერა. ის ვაკუუმი, რომელიც არსებობდა ოსური ხალხური მუსიკის კუთხით, დღეს რაღაცნაირად შევავსეთ”, - ამბობს გიორგი უშიკიშვილი.
ანსამბლ ”ნართების” ერთ-ერთი წევრი, შოთა დარბუაშვილი, იმ დროს იხსენებს, როდესაც ის ცხინვალში, გამოჩენილი ოსი კომპოზიტორისა და ეთნომუსიკოსის ბორის გალაევის მეზობლად ცხოვრობდა. აქვე გავიხსენოთ, რომ ბორის გალაევმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში შეკრიბა და გამოსცა ასი ოსური ხალხური სიმღერა. როგორც მუსიკათმცოდნეები ამბობენ, აღნიშნული გამოცემა უკვე დიდი ხანია ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა: ”ბორის გალაევი ჩემი მეზობელი იყო. გამუდმებით აგროვებდა ოსურ ხალხურ სიმღერებს და მახსოვს, როგორ უყვარდა ჩაფიქრებულს სიარული. ის თბილისის ქუჩაზე ცხოვრობდა და ყველამ ვიცოდით, რომ ეს იყო დიდი პიროვნება, ჩვენ ასე გვყავდა წარმოდგენილი. სახლში, სადაც ის ცხოვრობდა, ძალიან ძვირფასი ხალხური საკრავები ჰქონდა. მისი სახლის გვერდით რომ ჩავივლიდით, მოკრძალებით ვუყურებდით მის სახლს. ვცდილობთ, რომ ჩვენი ცხინვალური სითბო და სიტყვა არ დავკარგოთ. ამით გვინდა, ჩვენს ოს ძმებს ხელი გავუწოდოთ. სიმღერაზე და ხელოვნებაზე უკეთ ვერავინ და ვერაფერი ვერ შეარიგებს ადამიანებს. ეს იმდენად უნიკალური გამოცემაა, რომ დარწმუნებული ვარ, საქართველოს დედაქალაქში აჟღერებული ოსური სიმღერები გასცდება მის ფარგლებს და ცხინვალშიც ჩააღწევს”, - სჯერა შოთა დარბუაშვილს.
ჩერმენის სიმღერა, სოსე ბიღათის სიმღერა, მუსას მოთქმა, სიმღერა მარგვლის დროს, სიმღერა მადიმაირამის პატივსაცემად, სიმღერა როკის სიმაგრეზე - ეს იმ სიმღერების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ოსური ხალხური სიმღერების კრებულში შევიდა.