გურჯაანის რაიონი ძლიერმა წვიმამ და ქარბორბალამ დააზარალა. წვიმის გამო რამდენიმე საათით შეუძლებელი იყო გურჯაანიდან თბილისის მიმართულებით ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის გადაადგილება. იუწყებიან აგრეთვე, რომ სახლებში წყალი შევარდა და ქარმა სახურავი გადახადა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია სწავლობს.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1