ჟენევის დისკუსიის მე–16 რაუნდზე ოსური მხარე კვლავ მოითხოვს საქართველოს მხრიდან თავდაუსხმელობის შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელი დოკუმენტის ხელმოწერას. ამ საკითხს კოკოითის ხელისუფლება დიდი ხანია ყველა შეხვედრისას აყენებს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა იგივე გაიმეორა ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას. ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლები პიერ მორელი, ანტი ტურუნენი და გეიდრიუს ჩეკოულისი დე ფაქტო რესპუბლიკაში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ შეხვედრები გამართეს კოკოითის ხელისუფლებისა და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებთან. დაინტერესდნენ ისტორიული ძეგლების მდგომარეობით. ევროპელი სტუმრები დღეს ახალგორშიც ჩავიდნენ ადგილზე ვითარების გასაცნობად. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ოსური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, საზღვრის გასწვრივ ინციდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ოსური მხარე ჟენევაში კვლავ გადაჭრით მოსთხოვს ქართულ მხარეს მიიღოს იურიდიულად დამავალდებულებელი დოკუმენტი, რომელიც სამხრეთ ოსეთზე თავდაუსხმელობას გულისხმობს. ჩოჩიევის განცხადებით, ოსური მხარე საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს და ახალგორის რაიონში დევნილთა დაბრუნებას ხელს უწყობს. მისი ინფორმაციით, წეროვანში წასული მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი საკუთარ სახლს დაუბრუნდა.
ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ყოჩიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ამჟამად დაბაში მუდმივად მხოლოდ ხანში შესული ადამიანები ცხოვრობენ, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი წეროვანში იმყოფება, რომელიც პერიოდულად დაბაში უპრობლემოდ ჩადის. ყოჩიშვილის აზრით, პრობლემა დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტიზაციისას შეიქმნება, რადგან გასარკვევია ამ ადამიანებს რა სტატუსით შესთავაზებენ დაბრუნებას.
ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარემ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიერ მორელმა აღნიშნა, რომ ჟენევის ფორმატში მუშაობა ძალიან რთულია, მაგრამ, ამის მიუხედავად, პროცესი მაინც წინ მიდის.
კოკოითის ხელისუფლება ჟენევის დისკუსიაზე კიდევ ერთი წინადადებით გამოვა. ჩოჩიევის აზრით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფები უგზო–უკვლოდ დაკარგულთა საკითხებითაც უნდა დაინტერესდნენ და ეს ფორმატი ამ მიმართულებით უნდა გაფართოვდეს. ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს თბილისშიც გამართავენ, ჟენევის მომდევნო შეხვედრა კი 7 ივნისს გაიმართება.