სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ 90- იანი წლების კონფლიქტის დროს ახალგორიდან დევნილ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა სამშობლოში დაბრუნებისკენ. ახალგორელებს კოკოითი ვლადიკავკაზში ვიზიტისას შეხვდა და მათ დაბაში ამჟამად შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა. როგორც ცნობილია, ოსი ეროვნების მოქალაქეების ნაწილმა 90–იანი წლების დასაწყისში, პირველი კონფლიქტის დროს, ახალგორი დატოვა და ახლა დევნილის სტატუსით ვლადიკავკაზში ცხოვრობს. კოკოითი მათ საკუთრების დაბრუნებას და შეღავათებს ჰპირდება, თუ ისინი დაბაში დაბრუნდებიან.
ამჟამად ახალგორი ნახევრად ცარიელი დაბაა. ქართული მოსახლეობის ნაწილმა რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დატოვა და წეროვანის კოტეჯებში ცხოვრობს. ომამდე იქ 5000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ. ახლაც ბევრმა ქართველმა დაბის დატოვებაზე უარი თქვა და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში განაგრძობს ცხოვრებას. კოკოითი მაქსიმალურად ცდილობს 20 წლის წინ ახალგორიდან ვლადიკავკაზში წასული ოსი დევნილების უკან დაბრუნებას. ერთი მიმართვა მან რამდენიმე თვის წინ ცხინვალიდან გააკეთა, მაგრამ მის ინიციატივას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მეორედ მან ახალგორელებს ჩრდილოეთ ოსეთში პირადი შეხვედრისას მიმართა, მაგრამ მას დევნილებმა მიანიშნეს, რომ დაბაში ჯერ საცხოვრებელი პირობებია შესაქმნელი. კოკოითი კი მათ პატრიოტიზმისკენ მოუწოდებს და რაიონის აღორძინების გეგმას სთავაზობს.
ახალგორიდან გასულები რომ მშობლიურ დაბაში დაბრუნებას არ ჩქარობენ, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბარში იქ მცხოვრები თამარ მეარაყიშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, ვისაც დაბრუნება უნდოდა აგვისტოს ომის შემდეგ, რაც რაიონში დე ფაქტო ადმინისტრაცია შეიქმნა, უკვე დაბრუნდა, მაგრამ ვინც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 20 წლის განმავლობაში ცხოვრება მოიწყო, ისინი ამაზე არც ფიქრობენ. დაბაში ამჟამად მძიმე სოციალურ–ეკონომიკური პირობებია.
კოკოითიმ დევნილ ახალგორელებს უკვე ორჯერ მოუწოდა რაიონში ნებაყოფლობითი დაბრუნებისკენ. ამის შემდეგ, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ვლადიკავკაზში მცხოვრებ დევნილებს ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება დევნილის სტატუსს მოუხსნის, რადგან ახალგორს კოკოითის ხელისუფლება აკონტროლებს და მათი დაბრუნება შესაძლებელია. ახალგორის გარდა, ოსური სოფლების დიდი ნაწილი ნახევრად ცარიელია. ცხინვალიდანაც კი წასვლას ამჯობინებენ ახალგაზრდები, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის პასპორტები აქვთ, რადგან ადგილზე არც ნორმალური განათლების მიღების საშუალებაა და სამუშაოს მოძებნაც პრობლემაა. ამიტომ დე ფაქტო რესპუბლიკა დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას. რუსეთში წასული დევნილები და ახალგაზრდები კი, კოკოითის მოწოდებების მიუხედავად, სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობენ.